საკონტაქტო ინფორმაცია
უცხოეთში მყოფთა საარჩევნო უფლების ხელმისაწვდომობა

საჭიროა 9997 ხელმოწერა

3
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

უცხოეთში მყოფთა საარჩევნო უფლების ხელმისაწვდომობა

ამ პეტიციის მიზანს წარმოადგენს, იმ ქვეყნებში სადაც არ იხსნება საარჩევნო უბანი, ხმის მიცემა თანამემამულეებმა შეძლოდ ახლო მდებარე საარჩევნო უბნებზე.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით, რომ ვიმსჯელოთ - საარჩევნო უბანი არ გახსნილა რამდენიმე ქვეყანაში, სადაც საქართველოს აქვს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა (სულ გაიხსნა 50, მათ შორის ზოგიერთ ქალაქში რამდენიმე. მეორე ტურისთვის ბულგარეთი დაემატა თუ არ ვცდები). მაგალითად - იაპონიაში, კორეაში, ავსტრალიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიაში, სლოვენიაში, მალაიზიაში, ინდონეზიაში, თურქმენეთში, ირანში, იორდანიაში, ეგვიპტეში, მექსიკაში, რუსეთში. ხსენებულს - სამართლებრივი წინაპირობაც გააჩნდა - რამეთუ უბანი იხსნება იქ, სადაც აღრიცხვაზე და რეგისტრაციაზე იმყოფებოდა 20 და მეტი პირი (რუსეთის შემთხვევაში - ალბათ პოლიტიკური მიზანშეუწონლობა განაპირობებდა).  საკონსულო აღრიცხვისადმი ინტერესი საქართველოს მოქალაქეებს, რომ არ აქვთ კორეის და იაპონიის მაგალითითაც ჩანს. თუმცა, სიტუაცია კიდევ მეტად გართულდა, მას შემდეგ რაც - საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად - ნაცვლად 20 პირისა, უკვე 50 საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირის საჭიროებაა უბნის გასახსნელად. აღნიშნულმა სავარაუდოდ შესაძლოა დამატებით განაპირობოს ისეთ ქვეყნებში სადაც მოქალაქეთა რიცხოვნობა მცირეა (სლოვაკეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, შვეიცარიაში) უბნების გაუხსნელობა. ზიანდება საქართველოს მოქალაქის ინტერესი და საარჩევნო უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა.

ასეთ შემთხვევაში, რომ არ დაზიანდეს თუგინდ ერთი მოქალაქის ინტერესი, მიზანშეწონილია, რომ იქ სადაც საკონსულო აღრიცხვის არაშესატყვისი ოდენობის გამო უბანი ვერ იხსნება, მათ სიები მიემაგროს ახლო მდებარე საარჩევნო უბნებს (მაგალითად კორეასა და იაპონიაში მყოფმა რომელიმე სტუდენტმა შეიძლება არჩიოს პეკინში ხმის მისაცემად ჩასვლა, რუსეთში მყოფმა პირმა - ყაზახეთში, ბელარუსიაში ან ბალტიისპირეთში გამგზავრება და ა.შ.). მსგავსი პრეცენდენტული ნორმა საარჩევნო კოდექსითაც არის განსაზღვრული - სამხედრო შენაერთის წევრებისათვის.

https://cesko.ge/static/res/docs/30.10მისამარებით.pdf