საკონტაქტო ინფორმაცია
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის რეფერენდუმის დანიშვნა

საჭიროა 24999 ხელმოწერა

1
25000
ადრესატი:
  • საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
  • ცსკო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის რეფერენდუმის დანიშვნა

პეტიციის მიზანია, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად რეფერენდუმის დანიშვნა - შემდეგ საკითხზე:

2004-2012 წლებში შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, პრობაციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელები პირების და მათი მოადგილეების, უშიშროების დანაყოფების და ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელების სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

პეტიცია გამომდინარეობს ქართული ოცნების მთავარი დაპირების (სამართლიანობის აღდგენა) 12 წლის განმავლობაში შეუსრულებლობით. მოცემული უწყებები შერჩეული იქნა იქიდან გამომდინარე, რომ გამოვლენილი იქნა ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის არაერთი ფაქტი.

საყურადღებოა, რომ საქართველოს კონსტიტუციითაც, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. სწორედ, რომ ამდაგვარი ჩანაწერის არსებობის მიზანს წარმოადგენს სარეფერენდუმო საკითხი, რომელიც ვფიქრობ, რომ არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ან აღნიშნული გამართლებულია ლეგიტიმური მიზნით. 

ცნობისათვის - რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალასაქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი და მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრები და მათი მოადგილეები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი, სავარაუდოდ არ უნდა გამორიცხავდეს საარჩევნო უფლებებზე შეზღუდვის დაწესებას ისეთ პირთა შემთხვევაში, რომელთაც, მაგალითად, ბოროტად გამოიყენა სჯარო მოხელის თანამდებობა ან რომლის ქცევაც ქმნის კანონის უზენაესობის ან დემოკრატიული საფუძვლების დაზიანების საფრთხეს