საჭიროა 4724 ხელმოწერა
ადრესატი:
- საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს
არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ - სოციალისტური მოძრაობა ,, საქართველოს ეროვნული ერთობა''
გთხოვთ აღუდგეს პირვანდელი დაფინანსება დოკუმენტურ – მხატვრული ისტორიული მრავალსერიანი ფილმის პროექტს ,, გააგრძელე საქართველოს ისტორია''. სასურველი იქნება თუ დაფინასება გაეზრდება და აღნიშნული პროექტი მეტად განვითარდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს
ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს
ეროვნულ – სოციალისტური მოძრაობა
,,საქართველოს ეროვნული ერთობა’’ – არსამთავრობო ორგანიზაციის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო ვასილ, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩევა და მსურს წარმატება გისურვოთ ამ მეტად მნიშვნელოვან თანამდებობაზე.
მინდა მოგახსენოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო წლებში აბსოლიტურად მოწყდა იმ ფუნქციას, რას მას საზოგადოებამ დააკისრა, რათა ის ქართველი ერისა და საზოგადოების ინტერესებს მომსახურებოდა, უზრუნველყო მართალი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და მოეხდინა ეროვნული ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლება. თქვენ კარგად უწყით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართველი ერის მიერ გადახდილი გადასახადების დაფინანსებით ფუნქციონირებს. ამის საწინააღმდეგოდ, წლების განმავლობაში საზოგადეობრივი მაუწყებლიდან მოედინებოდა ქართული საზოგადოების ზნეობისა და მორალის, მენტალობისა და ცნობიერების გამანადგურებელი ლიბერალური იდეოლოგიის ჭუჭყი და ნიაღვარი, რომელიც სწამლავდა მის გულს, გონებასა და სულს. რაღაც სასწაულით იყო პატარ–პატარა გამონათებები, მათგან ერთ–ერთი გამორჩეულია დოკუმენტურ –მხატვრული ისტორიული მრავალსერიანი ფილმების პროექტი – ,, გააგრძელე საქართველოს ისტორია’’. ის გადმოგვცემს ქართველი ერის განვლილ გმირულ გზას, ბრძოლას, წინაპრების ღვაწლს, გმირობას, შეცდომებსა და ზოგჯერ ღალატს, რომელთა სწავლა და გაანალიზება უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავალი თაობებისათვის, რათა მათ ღირსეულად გააგრძელონ ჩვენი ერისა და ცივილიზაციის ისტორია.
საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ პროექტს დაფინანსება შეუმცირდება და შემდეგი სეზონის სერიები გავა მხატვრული ეფექტების გარეშე, რაც უმძიმესი და აუნაზღაურებელი დარტყმა იქნება მისთვის, ასევე დიდი დანაკლისი ქართული საზოგადოებისათვის.
ბატონო ვასილ, ჩემი გადმოსახედიდან თქვენი განვლილი საზოგადოებრივი გზა მარწმუნებს, რომ თქვენ ეროვნული და ტრადიციული ცნობირების ქართველი კაცი ბრძანდებით, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ერი, ჯიში , სისხლი, მისი ისტორია და მჯერა მოახერხებთ იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაახლოებით 24 მილიონიანი წლიური დაფინასებიდან გამოყოფთ თანხას, რათა აღნიშნული პროექტი თუ არ განვითარდება, მისი პირვანდელი სახე მაინც შეინარჩუნოს.
პატივისცემით
ეროვნულ – სოციალისტური მოძრაობა ,, საქართველოს ეროვნული ერთობა ‘’
მეთაური გიორგი ჭელიძე