ჩვენ ვართ საფეხბურთო კლუბი F.C MUKHIANI რომელიც მოღვაწეობს მუხიანში, ამჟამად ჩვენი აღსაზრდელები ვარჯიშობენ მინი საფეხბურთო სტადიონზე, მინი საფეხბურტო სტადიონზე ვარჯიში წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას. ჩვენ გვსურს, რომ მუხიანის ტერიტორიას დაუბრუნდეს ის ადგილი რაც 2005 წლამდე იყო უბნის საკუთრება და ახლა ეს ტერიტორია წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ამ ადგილზე 6 შ.პ.ს კომპანიაა დარეგისტრირებული, ამ ტერიტორიის დაბრუნების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში რომ ჩვენს უბანს მოეხსნება პრობლემა როგორც საფეხბურთო ასევე სარაგბო და საკალთბურთო გუნდებს როგორც ვარჯიში ასევე გუნდური შეხვედრების ჩატარების.
მუხიანის ტერიტორიაზე არ არსებობს მსგავსი სპორტული სივრცე, ამიტომ ქალაქ თბილისის მერიას და ქალაქ თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს მივმართავთ თხოვნით რომ სიონის ტერიტორია დაუბრუნდეს მუხიანის უბანს, ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისათვის.
დარეგისტრირდა: 03 აპრილი, 2022