საკონტაქტო ინფორმაცია
გადავადდეს სესხები და გაუქმდეს უკვე დარიცხული პირგასამტეხლოები

საჭიროა 4551 ხელმოწერა

449
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

გადავადდეს სესხები და გაუქმდეს უკვე დარიცხული პირგასამტეხლოები

საინიციატივო ჯგუფ ,,დააპაუზეუფასოდ’’-ის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებებმა არ გადადგეს მყისიერი და ეფექტური ნაბიჯები, რომელიც გულისხმობდა სასესხო ვალდებულებების დაპაუზებას-საშეღავათო პერიოდის მიცემას იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სასესხო ვალდებულებები ჰქონდათ ამა თუ იმ საკრედიტო დაწესებულებებში და მათგან დამოუკიდებელი ე.წ. „კოვიდ“ მიზეზის გამო დარჩნენ შემოსავლების გარეშე ან მკვეთრად შეუმცირდათ შემოსავალი.

სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება პეტიციის შექმნის გზით კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართულობით მიგვეწვდინა ხმა ადრესატებამდე.

შესაბამისად, წინამდებარე პეტიციის ხელმომწერები ვითხოვთ მთავრობამ გამოიყენოს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მის ხელთ არსებული უფლებამოსილება და პრეზიდენტის დეკრეტი N1-ის მე-7 მუხლის ფარგლებში გამოსცეთ შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომლითაც:

-  მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებებს აეკრძალოთ პანდემიის გამო შემოსავლების გარეშე ან/და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებით დარჩენილი მსესხებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისათვის, აღნიშნულ პერიოდში სესხებზე ვადაგადაცილების გამო ჯარიმის, პირგასამტეხლოს დარიცხვა და სამართალწარმოების დაწყება, ამასთან მოეხსნებათ 01 მარტიდან უკვე დარიცხული პირგასამტეხლოები და ჯარიმები.

-  პანდემიის გამო შემოსავლების გარეშე ან/და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებით დარჩენილი მსესხებელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ საბანკო ვალდებულებები.