
საჭიროა 2337 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
დაგვირეგისტრირეთ ჩვენი კუთნილი ნაკვეთები იაღლუჯზე
მივმართავთ იუსტიციის სახლს, და მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო რეესტრის სამსახურს, დაიწყოს დაპირებული სისტემური რეგისტრაცია იაღლუჯზე დარიგებულ მიწის ნაკვეთებზე და დაგვირეგისტრირდეს მათ კანონიერ მფლობელებს!
ეს ნაკვეთები დარიგდა რუსთავის მიმდებარედ, იაღლუჯის ფერდობზე 80-90-იან წლებში რუსთავის სხვადასხვა ორგანიზაციებიდან თუ საწარმოებიდან.
ხდებოდა ამ ნაკვეთების დამუშავება წლების განმავლობაში და მეპატრონეების დიდ ნაწილს გარდა მეურნეობისა ჰქონდათ საცხობრებელი თუ სააგარაკე შენობა-ნაგეგობები, რომელიც მოგვიანებით, სამოქალაქო ომისა და არეულობის დროს გაიძარცვა და განადგურდა.
ჩვენ გვაქვს მიწის ფლობის დოკუმენტები!
ნაწილობრივ რუკებც , რომლებიც გაცემულია ორგანიზაციებიდან ნაკვეთების დოკუმენტებთან ერთად!
რეესტრს აქვს ასევე მსგავსი რუკები და არქივში ინახება ინფორმაციის დიდი ნაწილი (იმის ფონზე რომ დაიკარგა ინფორმაციის გარკვეული ნაწილი არქივიდან, რაც დიდ ეჭვებს ბადებს!)
ამ ნაკვეთების არცთუ მცირე ნაწილი, ჰექტრობით მიწები გასხვისდა კერძო, ერთეულ ადამიანებზე და მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება, თუ ვისი ხელდასმით და ვისი ხელმოწერით გაიცა ჩვენი კუთნილი ნაკვეთების ნაწილის უნებართვოთ გასხვისების ბრძანება! რომელმა სამსახურმა გასცა, რომელ წელს და ვინ იყო ამ სამსახურის ხელმძღვანელი?! დადგეს ამ ადამიანის (თუ ადამიანების) სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მოქალაქეების კუთნილი მიწები კანონის გვერდის ავლით და შესაძლოა გარკვეული პირადი სარგებლის სანაცვლოდ გასცეს კერძო პიროვნებაზე !
მივმართავთ იუსტიციის სახლს, იუსტიციის სამინისტროს, ასევე ქალაქ რუსთავის მერს, ქვემო ქართლის გუბერნატორს, სახალხო დამცველს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ეკონომიკის სამინისტროს და ყველა იმ აპარატს თუ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელსაც ხელეწიფება და რომლის კომპეტენციაშიც არის ჩვენი დახმარება, გთხოვთ, დაგვიბრუნეთ და დაგვირეგისტრირეთ ჩვენი კუთნილი ნაკვეთები! აღადგინეთ სამართლიანობა!