დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა; შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანია"
მოვითხოვოთ საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების ზომების პრობლემის მოგვარება
ძალიან ბევრი მეგობარი, მწვრთნელი, მოთხილამურე, მაშველი, ჰოტელიერი, ადგილობრივი თუ ჩვენი ქვეყნის სტუმარი დამსვენებელი , გუდაურისა და სხვა სათხილამურო კურორტების ამაგდარი ადამიანი დიდი ხანია ლაპარაკობს ამ უაღრესად მტკივნეულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის ფორმებზე.
სამწუხაროდ, ჩვენ უბრალოდ ველოდით, რომ ამ საქმეს რომელიმე ხელისუფლება თავს მოაბავდა და გააკეთებდა. როგორც ჩანს, უბრალო ლოდინში შეიძლება კიდევ მეტი ტრაგედიის მოწმენი გავხდეთ.
მგონი დადგა დრო, რომ კატეგორიულად მოვითხოვოთ სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება. საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, ტრასებზე და საბაგიროებზე უსაფრთხოების წესების დასამკვიდრებლად საჭიროა სასწრაფო ღინისძიებების გატარება:
• კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული იქნას ღონისძიებები წესრიგის მისაღწევად.
• დადგინდეს უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ეკიპირების ჩამონათვალი და ყოველი მოსრიალე დავალდებულდეს იყოს სრულად აღჭურვილი.
• დადგინდეს სათხამურო ტრასების კატეგორიები სირთულის მიხედვით და მკაცრად გაკონტროლდეს მაღალი სირთულისა თუ სპორტულ-სავარჯიშო ტრასებზე გარეშე პირთა შერწევა.
• აიკრძალოს თოვლის სკუტერებითა და სხვა თოვლზემავალი მოტორიზებული საშუალებებით ტურისტულ-სარეკრეაციო სათხილამურო ტრასებზე მოძრაობა და გამოიყოს მათთვის სპეციალური ზონები.
• მკაცრად გაკონტროლდეს არასულწლოვან პირებზე ალკოჰოლური საშუალებების გაყიდვის ფაქტები სათხილამურო ტრასებზე მდებარე ობიექტებში და მთელს კურორტზე.
დამკვიდრდეს ალკოტესტირების (შერჩევითი, შემთხვევითი) პრაქტიკა საბაგირო სადგურებთან თუ ტრასებზე. ნასვამ პირებს აეკრძალოთ სათხილამურო ტრასებზე გასვლა და მოხდეს მათი გაყვანა ტრასებიდან, დაჯარიმება თუ მათ მიმართ სხვა სამართლებლივი აქტის გატარება.
ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებელია შეიქმნას სპეციალური რაზმები "სკი პატრული”, რომლებიც შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით განახორციელებენ მართლწესრიგის კონტროლს. "სკი პატრული” აღჭურვილი უნდა იყოს ყველა ტექნიკური საშუალებით რათა შეასრულოს ეს მოვალეობა.
გვეყოფა ეს გულისდამდუღრავი მსხვერპლი. საფრთხე, რომელსაც ჩვენი მოუწესრიგებლობისა და უპასუხისმგებლობის გამო ამდენი ხანია იგნორირებას ვუკეთებთ უნდა აღმოიფხვრას.
ყველანი ჩვენ, დამსვენებლები, მოთხილამურეები, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მთელი საზოგადოება ვალდებულები ვართ ბოლო მოვუღოთ ამ სამარცხვინო, პირდაპირი გაგებით მომაკვდინებელ ვაკხანალიას ჩვენს სათხილამურო კურორტებზე.