საკონტაქტო ინფორმაცია
დაწესდეს მინიმალურ ხელფასად 1000 ლარი როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორში

დასრულებული

12
1
ადრესატი:
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დაწესდეს მინიმალურ ხელფასად 1000 ლარი როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორში

დაწესდეს მინიმალურ ხელფასად 1000 ლარი, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორში და აიკრძალოს დასაქმება სრულ განაკვეთზე 1000 ლარზე ნაკლებ ხელფასზე. ნახევარ განაკვეთზე აიკრძალოს 600 ლარზე ნაკლებ ხელფასზე დასაქმება. ასევე დაფასდეს განათლებაში ჩადებული დრო და რესურსები, 600 - 1000 ლარზე არ უნდა მუშაობდეს გამოცდილი კადრი, როდესაც სწავლა 4 წელი ღირს 9000 ლარი + მაგისტრატურა 2 წელი 4500 ლარი და ამ ყველაფერს ხალხი ბანკის ვალებით იხდის და ჩადებული თანხის ამოღება არ ხდება ცოდნით. ასევე გაუქმდეს ინგლისური და რუსულის მოთხოვნა, რადგან ამ ცოდნის მიღებაც  თანხებთანაა დაკავშირებული და რამდენიმე ათასის დახარჯვის შემდეგ ინგლისურის და რუსულიც მცოდნე კადრი 600 ლარზე კონსულტანტად არ უნდა იდგეს, არც ნებისმიერ სხვა ადგილას სადაც არ არის დახარჯული თანხის ამოღების შანსი რომ დაბანდებულად ჩაითვალოს ცოდნაში ჩადებული თანხები.