საკონტაქტო ინფორმაცია
მთაწმინდის პარკი დაუბრუნეთ ხალხს !

საჭიროა 329 ხელმოწერა

171
500
ადრესატი:
  • თბილისის მერია

მთაწმინდის პარკი დაუბრუნეთ ხალხს !

მოგეხსენებათ, ზაფხულში თბილისში ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულებს აღწევს, ამის ფონზე მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის დასასვენებელი ადგილების რიცხვი საკმაოდ მწირია. ერთ–ერთი პოპულალური და ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვებისთვის საყვარელი ადგილი მთაწმინდის პარკია სადაც ზაფხულის დადგომასთან ერთად გამოჩნდა რაღაც კომპანია რომელმაც იჯარით აიღო მერიისგან ჩვეულებრივი პარკამდე მისასვლელი სამანქანო გზა და მოაწყო იქ "პარკინგი" რომლის ტარიფიც საკმაოდ მაღალია !

 

მთაწმინდის პარკი არის თბილისის მერიის საკუთრება ამის მიუხედავად იჯარით არის გაცემული პარკამდე მისასვლელი მთლიანი გზა ! (ჩვეულებრივი სამანქანო გზა !) სადაც ამ კომპანიამ გადაკეტა მთლიანად ეს გზა და განათავსა ავტომობილების საპარკინგე ზონა რაც შეუძლებელს ხდის პარკამდე მიახლოებას და არჩევანს არ უტოვებს მოსახლეობას, ერთგვარ მონოპოლიურ მდგომარეობაშია აღმოჩენილი ეს კომპანია, ამასთანავე ეს ადგილი საკმაოდ ცუდად არის მოწყობილი ფაქტიურად შეუძლებელია იქ მოძრაობა თუნდაც დაპარკინგება და შემდგომ პარკინგიდან გამოსვლა ტარიფი კი საკმაოდ მაღალია რაც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის მოსახლეობისთვის იქ მისვლას და დასვენებას აქედან გამომდინარე მოვითხოვთ გამოასწორეთ თქვენს მიერ დაშვებული შეცდომა და იზრუნეთ მოსახლეობაზე ხალხს დაუტოვეთ არჩევანის საშვალება და ელემენტალური მისასვლელი გზა დაუბრუნეთ ხალხს !