საკონტაქტო ინფორმაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლა.

საჭიროა 19751 ხელმოწერა

249
20000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლა.

1) ქვეყანა არ უნდა ღებულობდეს ბრძანებებს და მითითებებს გარედან, როდესაც საქმე შენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ეხება.
2) ნორმალურ და განვითარებულ ქვეყანას უნდა შეეძლოს საკუთარ ხალხზე ზრუნვა, სხვისი ჩარევის გარეშე.
3) რამდენადაც ყველა ქვეყნის და ერის ჯანმრთელობის სტატისტიკა განსხვავებულია და  საქართველოს მთავრობაზე უკეთ არავინ იცის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქართველ ხალხზე ზრუნვა მთლიანად უნდა ეკისრებოდეს ქართველების მიერ არჩეულ მთავრობას და არა გარეშე ორგანიზაციებს.
4) ქართველი ერი უნდობლობას ვუცხადებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლის მიზანს საერთოდ არ წარმოადგენს ქართველი ხალხზე  ზრუნვა.
5) ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ფარმაცევტული კომპანიების და ოლიგარქების მიერ და ასრულებს მხოლოდ მათ დაკვეთებს -  ვერ იქნება საქართველოსთვის სიკეთის მომტანი.
საქართველო არ უნდა იყოს იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც ფინანსდება: უცნობი, გარეშე და საეჭვო მიზნების მქონე პიროვნებებისაგან.
6) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კრიტიკულ სიტუაციაში (Covid19-ის დროს)  დაუშვა უამრავი შეცდომა და გასცა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო და მცდარი რეკომენდაციები. იყო არა სერიოზული, არა კომპეტენტური და ვერ შეასრულა მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ორგანიზაცია, რომელიც თამაშობს მსოფლიო მოსახლეობის სიცოცხლით, არ იმსახურებს ნდობას.
ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის უმაღლესი ღირებულება, რომელსაც სახელმწიფო ყველანაირად უნდა იცავდეს და მაგ ღირებულების დასაცავად ქვეყანა ვალდებულია მსგავსი ორგანიზაცია დატოვოს.
7) ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა მსოფლიოს სამუდამოდ ჩაკეტვა და მსოფლიო ერების მუდმივი ტერორი, რომელიც სერიოზულ დარტყმას აყენებს საქართველოს ეკონომიკას, საფრთხეს უქმნის საქ. მოქალაქეების ჯანმრთელობას, ზღუდავს მათ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს და მსოფლიოში  თავისუფლად გადაადგილების საშუალებას -  ქვეყანამ უნდა გამოაცხადოს მტრულ ორგანიზაციად.
8) ყველა ადამიანი ინდივიდუალურ მკურნალობას საჭიროებს და ყველას აქვს უფლება თავად აირჩიოს მკურნალობის ადგილი,მეთოდი და საერთოდ იმკურნალოს თუ არა. ქართველი ხალხი წინააღმდეგია პროტოკოლური და ძალადობრივი მკურნალობის და აცრების, რომლისკენაც მიისწრაფვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
9) ჯან.მ.ო.-ს მოთხოვნა, არა სასიკვდილოდ აღიარებული ვირუსის - კოვიდ19-თ ინფიცირებულების სრულ იზოლაციაზე და მათთვის შეზღუდვების დაწესებაზე, ასევე ყველა ადამიანისთვის ნიღბის ტარების აუცილებლობაზე - არღვევს ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს: განათლების მიღების, მუშაობის, ჯანმრთელობის,  გადაადგილების და თავისუფალი არჩევანის შესახებ.
საქართველოს მოსახლეობა მოვითხოვთ  რომ ქვეყანამ დატოვოს ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სახალხოდ დაკანონებული ადამიანის უფლებების შეზღუდვას, ასევე საქართველოს კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონმდებლობის უგულებელყოფას და დარღვევას.
10) ადამიანის სისხლი შეიცავს გენეტიკურ კოდს, რომელიც ინდივიდუალურია ყოველი ადამიანისთვის. ყოვლად დაუშვებელია საქ. მოქალაქეების სისხლის ნიმუშები იგზავნებოდეს უცხო ქვეყანაში ან საეჭვო ორგანიზაციაში გაურკვეველი მიზნით და მოქალაქის თანხმობის გარეშე.
ქართველი ხალხი უნდობლობას ვუცხადებთ  ორგანიზაციას, რომელიც საეჭვო მიზნებისთვის ითხოვს საქ. მოქალაქეების სისხლის ნიმუშებს.

ვითხოვთ, რომ საქართველო გამოვიდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რომლის მითითებები უხეშად არღვევს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას.
საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის ჯან.მ.ო. საფრთხეს წარმოადგენს და ქვეყანამ ის უნდა დატოვოს.

საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს საქვეყნო რეფერენდუმი.