საკონტაქტო ინფორმაცია
ხარისხიანი და უწყვეტი ქართული მაუწყებლობა საქართველოს რეგიონებში

საჭიროა 915 ხელმოწერა

85
1000
ადრესატი:
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ხარისხიანი და უწყვეტი ქართული მაუწყებლობა საქართველოს რეგიონებში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას

ასლი: საქართველოს პრეზიდენტს
ასლი: საქართველოს პრემიერ მინისტრს

საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დიდ ნაწილში დომინირებს მეზობელი ქვეყნების საინფორმაციო წყაროები. ქართული სატელევიზიო არხების სიგნალის ხარისხი და დაფარვა ვერ უზრუნველყოფს უწყვეტ და ხარისხიან მაუწყებლობას მთელ ტერიტორიაზე, რის გამოც მასახლეობა და რეგიონის სტუმრები ცილდებიან ქართულ საინფორმაციო სივრცეს და ექცევიან უცხო ქვეყნების საინფორმაციო ველში, რომლებსაც დაუფარავი პოლიტიკური, ეკონომიკური, ტერიტორიული და კულტურული ინტერესები აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ და ვისი საინფორმაციო არხებიც სავარაუდოდ მათ იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება. 
შესაბამისად, არსებული მდგომარეობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ქმნის და დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს. ამას გარდა, ის ლახავს მოქალაქის და მომხმარებლის უფლებას, რომ უწყვეტად და ხარისხიანად მიიღოს ინფორმაცია მშობლიურ ენაზე. 
ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ:
1. დაადგინოთ და გაასაჯაროოთ ის მიზეზები, რომლის გამოც აჭარის ტერიტორიაზე ქართული (ცენტრალური და ადგილობრივი) ტელევიზიის და რადიოს მაუწყებლობა უხარისხოდ და შეზღუდული დაფარვით მიმდინარეობს. იმ ორგანიზაციების და პირების მითითებით, ვისაც ევალება, ან უნდა ევალებოდეს მაუწყებლობის ხარისხის და დაფარვის უზრუნველყოფა; 
2. შეიმუშავოთ და განახორციელოთ ყველა შესაბამისი ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და კერძო, ცენტრალური და ადგილობრივი მაუწყებლობის სიგნალის შეუზღუდავ და ხარისხიან მიწოდებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
3. გთხოვთ გვაცნობოთ, თუ რა დრო და რა რესურსები დასჭირდება ამ მოთხოვნის განხორციელებას, ასევე, არსებობს თუ არა რაიმე დაბრკოლებები და ბარიერები, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაჭრას. 
პატივისცემით,