საჭიროა 6862 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
მოვითხოვთ მაღლივის უნივერსიტეტის კორპუსთან არსებული ხიდისთვის დამცავი ჯებირების მოწყობას !
მოგეხსენებათ მაღლივის ხიდი არის ადგილი, სადაც სამწუხაროდ ხდება ბევრი უბედური შემთხვევა ან თვითმკვლელობა. რამდენადაც ამ ხიდით სარგებლობს უამრავი ადამიანი (მეტ წილად ახალგაზრდობა სტუდენტების სახით), იმდენად უყურადღებოდაა დარჩენილი ეს ტერიტორია. დაცვის სამსახურის დანიშვნის შემდეგ შემცირდა კრიმინალური დანაშაულებები, თუმცა ზემოთნახსენები პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება. შესაძლებელია გატარდეს მარტივი დამცავი ზომები, რომლებიც იხსნის ადამიანის სიცოცხლეს. მომხდარი უკანასკნელი უბედური შემთხვევების გამო, რასაც არასრულწლოვნის სიცოცხლეც კი ემსხვერპლა, საჭიროა უპირველეს ყოვლისა დამონტაჟდეს ხიდზე დამცავი ბარიერები, სიმაღლით ორი-სამი მეტრი მაინც, თუნდაც უბრალო წნული მავთულხლართების სახით ! ამასთან, დამონტაჟდეს განათებაც ! ეს ყველაფერი სხელს შეუწყობს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვის წარმომადგენლების მიერ სიტუაციის უკეთეს კონტროლს, როგორც ღამის, ასევე დღის საათებში. გარდა ამისა, აღმართული ჯებირები მისცემთ მათ საჭირო შემთხვევაში მეტ დროს, რათა მოხდეს დროული რეაგირება.
ეს არის მარტივი და უიაფესი ხერხი, რომლითაც მივიღებთ დამაიმედებელ შედეგს იმ სამწუხაროდ გახშირებული ხშირი უბედური მოვლენების ასაცილებლად, რაც ბოლო დროს ტრიალებს ამ ტერიტორიაზე.