საკონტაქტო ინფორმაცია
აიკრძალოს საქართველოში რუსული სოციალური ქსელები OK.RU და  VK.RU

საჭიროა 19760 ხელმოწერა

240
20000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისია

აიკრძალოს საქართველოში რუსული სოციალური ქსელები OK.RU და VK.RU

მოვითხოვთ აიკრძალოს საქართველოში რუსული სოციალური ქსელები OK.RU და  VK.RU !

მოგეხსენებათ ,ბოლო დროის მონაცემებით ,საქართველოში Ok.ru (ოდნოკლასნიკი) მეხუთე ადგილზეა ,ხოლო მერვე ადგილზეა Vkontakte.ru (ვკონტაკტე) ,რაც იმას ნიშნავს ,რომ ორივე რუსული სოციალური ქსელი საქართველოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.მნიშვნელოვანია ის,რომ ორივე საიტი ეწევა პრორუსულ პროპაგანდას.საიტის ადმინისტრაცია ბლოკავს ქართველ მომხმარებლებს,რომლებიც აპროტესტებენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.
ამასთან ერთად ,ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა რუსული თამაში „ლურჯი ვეშაპი“,რომელსაც სასიკვდილო თამაშს უწოდებენ.ეს ორი დიდი სოციალური ქსელი, სწორედ,  ამ თამაშის გავრცელების და პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი მექანიზამია.
უკრაინამ ეს უკვე გააკეთა,პრეზიდენტის მოთხოვნით პროვაიდერებს დაევალათ რუსული სოციალური ქსელების დაბლოკვა.დროა, ჩვენც დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და დავიცვათ ჩვენი შვილები მოსალოდნელი საფრთხისგან!