საჭიროა 4772 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
შეწყვიტოს საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები სომხეთთან
ყველამ ვიცით, რომ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები აფხაზეთი და სამაჩაბლო (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) ოკუპირებულია რუსეთისგან და ის კვლავ განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას. რუსეთი და მისი მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიების მთლიანობას. მაგრამ, დიდი სიაა იმ ქვეყნების, რომელიც მხარს გვიჭერენ და აღიარებენ სამართალს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია! NATO-სა და ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსულ ოკუპაციას. გარდა ამისა აშშ-ს აზრიც მკვეთრად გამოიხატა, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ჯ. ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს საქართველოს ტერიტორიების მთლიანობის შესახებ. ასევე აშშ-ს ბიუჯეტის პროექტით, ამერიკის ადმინისტრაციას ეკრძალება მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს.
ჩვენი მოსაზღვრე ქვეყანა - სომხეთი, რომელიც ფაქტია, რუსეთის პროტექტორატის ქვეშაა, არ იცვლის აზრს და აღიარებს საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დამოუკიდებლიბას. ასევე მთელ ქვეყანაში აგიტირებას უკეთებს ამ უაზრობას.
ჩვენ მოვითხოვთ შეწყვიტოს საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები სომხეთთან, ვიდრე სომხეთის მთავრობა არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!
ფოტოზე ასახულია ერთ-ერთი სომხური ტუროპერატორის სარეკლამო აბრა, რომელზეც ნათლად ჩანს მათი აზრი და ჩვენი გულის სატკივარი.