საჭიროა 29944 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
15 სექტემბერი - ქართული სტუმარმასპინძლობის ეროვნული დღესასწაული!
პატივცემულო საზოაგდოებავ,
გვაქვს ინიციატივა საქართველოში დაკანონდეს სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსით საშემოდგომო ქართული ტრადიციული - ქართული სტუმარმასპინძლობის დღესასწაული, რომელის აიღნიშნება ყოველი წლის 15 სექტემბერს! მოცემული დღესასწაულის ფარგლებში საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ ქალაქში და რეგიონში გაიმართება კუთხური ტრადიციული სუფრის, ღვინის, ხელოვნების, მუსიკის და საფესტივალო ღონისძიებები! მოცემული დღესასწაული დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ვინაიდან გაზრდის ცნობადობას და პოპულარობას არა მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებში, არამედ უცხოელ სტუმრებში, ტურისტებში, რაც დადებითად და დინამიურად აისახება ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ ზრდაზე. მოცემული დღესასწაული უნდა გამოცხადეს უქმე დღეთ ქვეყნის მაშტაბით.
ღონისძიებებში მონაწილეობისათვის მოიწვევიან აგრეთვე საქართველოში არსებული რესტორნები, რომლის ფარგლებში აგრეთვე დაწესებული იქნება სპეციალური პრიზები, სხვა და სხვა კრეატიულ ნომინაციებზე.
თუ იზიარებთ ჩვენს იდეას და ინიციატივას, გთხოვთ არ დაგვზარდეთ და შეიტანოთ წვლილი ქართული სტუმართმასპინძლობის დღესასწაულის დაკანონებაში. საჭირო ხმების შეგროვების შემთხვევაში, ინიციატივა გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, მთავრობას.
ვიმედოვნებთ, რომ ქართული სტუმარმასპინძლობის დღესასწაული შეიძენს მრავალ მხარდამჭერს!
დიდ მადლობას მოაგხსენებთ თქვენი თანადგომისათვის!