
საჭიროა 4999 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
ავტომობილის განბაჟების გადასახადის შემცირება
მოგეხსენებათ რომ: საქართველოში ძალიან ბევრი ავტომობილი ჩამოდის ამერიკიდან, ევროპიდან და აზიის ქვეყნებიდან. ბოლო წლების განმავლობაში კი აზიიდან კერძოდ იაპონიიდან იკლო ავტომობილების ჩამოყვანამ. მიზეზი არის ერთი რომ არარეალური განბაჟების გადასახადია დაწესებული. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ იაპონიიდან ჩამოსული ავტომობილი არ საჭიროებს სარემონტო საშუალებებს, როგორიც ჭირდება ამერიკიდან ჩამოყვანილ ავტომობილს. როგორ იწყობა, რა ნაწილებზე. გადაკერებულ გადმოკერებული ავტომობილებია შემოსული თითქმის 70%, რომელიც იმაზე საფრთხიანია, ვიდრე მარჯვენასაჭიანი ავტომობილი. პრობლემა მხოლოდ დამტვრეულ ავტომობილებში არ არის. ჩამოდის მანქანები რომლებსაც არც კატალიზატორი არ უყენია, ან თუ უყენია ჩაშლილია რადგან აქვს დიდი გარბენი.
აქედან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით რომ შეამციროთ იაპონიიდან ჩამოყვანილი ავოტმობილების განბაჟების თანხა, იმათთვის ვინ უკვე წლებია მარჯვენასაჭიანი ავტომობილთ დადის ავტო საგზაო შემთხვევების გარეშე. ვისაც უკვე დიდი ხანია მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მართვის გამოცდილება აქვს და სურს იდეალური ავტომობილის ჩამოყვანა, რომელიც არც ქალაქს დააბინძურებს და არც სადმე გაიხსნება შუაზე.
ძალიან გთხოვთ მოაწეროთ პეტიციას ხელი.