საკონტაქტო ინფორმაცია
გვინდა ველოსიპედები საზ.ტრანსპორტში

საჭიროა 727 ხელმოწერა

273
1000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო

გვინდა ველოსიპედები საზ.ტრანსპორტში

მოგესალმებით.

როგორც მოგეხსენებათ საზ.ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა ნებადართულია ითქმის ნნმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ზოგგან ამისთვის სპეციალური სამაგრები და მეტროს შემთხვევაში ვაგონებიც კი არის.

ჩვენს შემთხვევაში ველოსიპედის ატანა არ შეიძლება არც ავტობუსში და არც მეტროში. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასაუბუთებს ამ ფაქტს უაზრო არგუმენტებით: საფრთხეს უქმნის სხვა მგზავრებს, არღვევს ესკალატორით სარგებლობის წესებს, აზიანებს მეტროპოლიტენინს სხვადასხვა მოძრავ და უძრავ ნაგებობებს, დიდი რისკია სხვა მგზავრების, სკამების, კედლების დასვრის და ასე შემდეგ. 

ვითვალისწინებთ რა სატრანსპორტო კომპანიის მწირ ბიუჯეტს და სამაგრების და ცალკე ვაგონების გამოყოფის ნაცვლად ვითხოვთ ურალოდ დაეშვას ველოსიპედის გადატანა (არადაშლილ მდგომარეობაში) მეტროთი და ავტობუსით. და ზიანის შემთხვევაში კანონიერი პასუხისმგებლობა გადამტანს დაეკისროს. 

თანამედროვე ველოსიპედის დაშლა არც ისე რთულია მაგრამ დაშლილი ველოსიპედის გადატანა მართლაც რომ რთულია რადგან სშუალოდ ველოსიპედი 15 კილოგრამს იწონის. ამ შემთხვევაში ველოსიპედის ხელიდან გავარდნის და სხვა მგზავრის დაზიანების რისკი ბევრად უფორ დიდია. 

თანამოქალაქეებო, გთხოვთ გაეცნოთ პეტიციას და სურვილის შემთხვევაში მოაწეროთ ხელი.