საჭიროა 4786 ხელმოწერა
214
5000
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პრეზიდენტი
სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ემიგრანტები ვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის საოჯახო მიწის ნაკვეთს,რომ ავაშენოთ სოფელი და ღირსეულად დავბრუნდეთ სამშობლოში.
როდესაც ქვეყანას საარსებო სახსრები შემოაკლდა ,სიძნელეებს არ შევუშინდით და გამოსავალი სხვა ქვეყნებში ვიპოვეთ მომავალმა ემიგრანტებმა.. ახლა სამშობლო ისევ განსაცდელშია,მტერი და მოყვარე მშობლიურ მიწაში გვეცილება.ახლა იქ უნდა ვიყოთ სადაც მეტად საჭირონი ვართ და სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ყოფნა. მოვთხოვოთ მთავრობას ემიგრანტების დასასახლებლად მიწები.ავაშენოთ ლამაზი სოფლები ემიგრანტების სახელზე.ამისთვის თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება ქართველებო. დაგვეხმარეთ დაბრუნებაში და გპირდებით ემიგრანტები ავაყვავებთ საქართველოს ჩვენი გარჯით.