საკონტაქტო ინფორმაცია
უარი ეთქვას თბილისის ანძაზე წარმოდგენილი პროექტის განხორციელებას

საჭიროა 4155 ხელმოწერა

845
5000
ადრესატი:
  • თბილისის საკრებულო
  • თბილისის მერია
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

უარი ეთქვას თბილისის ანძაზე წარმოდგენილი პროექტის განხორციელებას

თბილისის ანძა ჩვენი ქალაქის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირი და სავიზიტო ბარათია აგერ უკვე 45 წელი. მიუხედავად იმისა, რომ ის ტექნიკური ნაგებობაა მისი სილუეტი გამოირჩევა დახვეწილი პროპორციებით და რელიეფთან სწორი შეხამებით. ცნობისათვის ქ. ერევნის სატელევიზიო ანძა ფაქტობრივად თბილისის ანძის ზუსტი ასლია (აგებულია იგივე კომპანიის მიერ, იგივე პროექტით) თუმცა მისი პროპორციები მცირედით განსხვავდება თბილისის ანძისაგან, რაც სრულიად უკარგავს მას იმ ხიბლს რაც ჩვენს ანძას გააჩნია. ამიტომაც თბილისისგან განსხვავებით ერევანში ის ვერ იქცა ქალაქის სიმბოლოდ.

დღეს ჩვენს ანძას იგივე ემუქრება. მის ქვედა ნაწილში მძლავრი ვერტიკალური მასის დამატებით და სამკუთხედი მოცულობის მკვეთრი გასქელებით ვიღებთ სრულიად უსახურ და უპროპორციო ქაოსს. ეს ცვლილება კიდევ უდრო მტკივნეულია, რადგან ანძა ქალაქის უდიდესი ნაწილიდან ხილვადია და ყველა ჩვენთაგანის ყოველდღიურ მხედველობის არეშია. 

დაბოლოს, ანძა მდებარეობს მთაწმინდის პლატოზე, რასაც მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მერიასთან არსებული ისტორიული საბჭოს გადაწყვეტილება სამწუხაროდ დადებითია, თუმცა წევრთა უმრავლესობას მითითებული აქვს რომ ცვლილება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ არსებული პროპორციების უცვლელად.

მოგიწოდებთ ყველას უთხრათ უარი ამ პროექტის განხორციელებას! წინააღმდეგ შემთხვევაში სამუდამოდ დავამახინჯებთ თბილისის ერთ ერთ სიმბოლოს.