საკონტაქტო ინფორმაცია
არ უნდა აიკრძალოს მარჯვენა საჭიანი მანქანები თბილისში!

საჭიროა 4833 ხელმოწერა

167
5000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

არ უნდა აიკრძალოს მარჯვენა საჭიანი მანქანები თბილისში!

მოგეხსენებათ დღეს ქალაქ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, განაცხადა რომ რომ დედაქალაქის ტრანსპორტისგან განტვირთვის მიზნით, კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს. ამის შესახებ მან სასტუმრო „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად რამდენიმე სახელმწიფო უწყებას შორის მემორანდუმი გაფორმდა. 

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზეა მისაღები.

მისი თქმით, არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიაზე მარჯვენასაჭიან მანქანებს კრძალავს, რადგანაც ისინი გარკვეული თვალსაზრისით მოძრაობას აფერხებენ.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები უნდა აიკრძალოს.


ბოლო დროს განსაკუთრებით იმატა მარჯვენა საჭიანმა ავტომობილებმა ქალაქში, რაც იმით არის განპირობებული რომ უფრო ხელმისაწვდომია ფასის მხრივ და არც ისეთი პრბლემურია მოძრაობისას როგორც აბუქებენ.

ასე რომ,ბატონო მერო, ნუ გვართმევთ არჩევანის უფლებას, ვისაც რაზე მიგვიწვდება ხელი ის მანქანა შევიძინოთ! გამოიჩინეთ გონიერებას, ამას ჯობს ასაკის შეზღუდვა შემოიღოთ ავტომობილებზე!