საჭიროა 539 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დუშეთის მიუსაფარი ძაღლებისთვის
ჩვენი, დუშეთის სკოლის მოსწავლეების მიზანია ქალაქ დუშეთში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადაწყვეტა. იმისთვის , რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს , მერიას ვთხოვთ 150 ძაღლის სტერილიზაცია/კასტრაციას. ხელის მოწერით თქვენ მხარს გვიჭერთ ამ მიზნის განხორციელებაში.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემა განსაკუთრებულად გამწვავდა ბოლო ხუთ წელიწადში. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ძაღლების მიტოვება ცენტრალურ გზებზე. ეს საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და მათ უსაფრთხოებას.მაგალითისთვის რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთმა აგრესიულმა ძაღლმა 12 წლის ბავშვს ძლიერი ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა ამ კონკრეტული ძაღლისგან , ვინაიდან ამ ძაღლმა 15-მდე ადამიანი მაინც დააზარალა წარსულში. ამ შემთხვევამ გამოიწვია ადამიანებისგან ძაღლების მიმართ მწვავე აგრესია , რის გამოც 6 მიუსაფარი ძაღლი მოკლეს. ამ ყველაფერმა საზოგადოებაში დიდი კონფლიქტი გამოიწვია და მოსახლეობა გაიყო ორ მხარედ.
ჩვენი მიზანია , რომ ორივე მხარის სურვილები იქნეს დაკმაყოფილებული. რისი მიღწევაც მხოლოდ ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაციით არის შესაძლებელი.
პატივისცემით, დუშეთის მუცინიპალიტეტის ახალგაზრდები.