დასრულებული
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
მოვითხოვთ, სოციალურ მუშაკებს მიეცეთ პროფესიული ვალდებულებების აღსრულების საშუალება
For English version, please see below
შეშფოთებულები ვართ 5 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც სოციალური მუშაკები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ოჯახის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. აღნიშნულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა სფეროში არსებული სირთულეები და გამოწვევები.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების მუშაობის ხარისხზე დიდ წილადაა დამოკიდებული მათი ბენეფიციარების კეთილდღეობა. არადა, მომხდარიც და ბოლო წლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის დაკნინების ტენდენციებიც ცხადყოფს, რომ ამ მიზნის განხორციელება საჭიროებს არსებული პოლიტიკის გადახედვას.
აღნიშნულ უწყებაში სოციალურ მუშაკები 26 მიმართულებით მუშაობენ, რომელთა ხარისხიანად შესრულებაც მათ ძალებს აღემატება. მიუხედავად მრავალი წარმატებული შემთხვევისა და გადარჩენილი სიცოცხლისა არსებობს რიგი პრობლემები, კერძოდ სერვისების და ინსტრუმენტების ნაკლებობა, ასევე დაკისრებული ვალდებულებების სიმრავლე. ნაცვლად იმისა, რომ სოციალური მუშაკები ბენეფიციართა მხარდაჭერასა და გაძლიერებას ემსახურებოდნენ, სოციალური მუშაკები დატვირთულები არიან ისეთი ვალდებულებებით, რაც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს არ შეესაბამება (კერძოდ, დაბადების იურიდიული ფაქტის დადგენა; ექსპერტიზის ბიუროში ხელმოსაწერად სიარული; ადრეული განვითარების, დღის ცენტრისა და კვებისა ვაუჩერების გაცემა და ა.შ.). დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ სამუშაო არის ძალიან დიდი მოცულობის, რაც ნეგატიურად აისახება სოციალური მუშაობის განხორციელებაზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოგმართავთ თხოვნით, წარმოგვიდგინოთ სოციალური მუშაობის კომპონენტის განვითარების და გაძლიერების ხედვა, რომელიც საშუალებას მისცემს პრაქტიკოსებს, სოციალური მუშაობის მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით, ხარისხიანად მოემსახურონ ყველა იმ ადამიანს, ვინც დახმარებას საჭიროებს.
1. სამუშაო ინსტრუმენტების (მეთოდებისა და მოდელების) შემუშავება და სოციალური მუშაკების გადამზადება მათ გამოყენებაში;
2. მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკებს ჰქოდეთ შესაძლებლობა იმუშაონ შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ, უსაფრთხო გარემოში (სამუშაო დატვირთვის ნორმალიზება, ღამის საათებში მოულოდნელი გამოძახებების რეგულირება, საგზაო ხარჯების გათვალისწინება, ინდივიდუალური გასაუბრებისთვის სივრცის გამოყოფა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს რეგულაციების არსებობა და ა.შ.) და ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება.
3. ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფის შექმნა აღნიშნული პროცესების დასაწყებად, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე პროფესიულად მხარდამჭერი ორგანიზაციები და ველზე მომუშავე სოციალური მუშაკები.
აღნიშნული საკითხების უფრო სიღრმისეულად განსახილველად პროცესში ჩართულ მხარეებთან ერთად ვითხოვთ ღია შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ბატონ დავით სერგეენკოსთან.
ზემოაღნიშნულ მოსაზრებას ვიზიარებთ დოკუმენტის ხელმომწერი პროფესიული თემის წარმომადგენლები, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორიდან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე სოციალური მუშაკების გაძლიერების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა სხვა სფეროებშიც. შესაბამისად, ხელმოწერით ვადასტურებთ მხარდაჭერას სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების მიმართ.
----------
We are deeply disturbed by the incident which took place on September 5th when social workers became victims of attack from the side of a family when carrying out their professional obligations. The noted incident once again revealed the problems and challenges in the field.
Well-being of beneficiaries largely depends on the quality of the work performed by social workers at LEPL Social Services Agency; however, the noted incident and the trends towards diminishing the social work component in the last several years reveal that it is necessary to revise the existing policy in order to achieve this goal.
Social workers employed at this agency work in 26 directions; however, it is beyond their power to carry out all this work with due quality. Despite numerous successful cases and saved lives, there is an array of problems, such as the lack of services and tools, as well as the multitude of obligations. Instead of serving the goal of supporting and empowering the beneficiaries, social workers are busy with obligations which are irrelevant to the functions of the guardianship and care body (in particular, establishing the legal fact of birth, visiting the Forensics Bureau to provide signatures, providing early development, day care center and food vouchers, etc.). Considering the functions imposed on social workers, we are facing the reality where social workers have workloads that are very heavy; this negatively impacts the practice of social work.
We would like to address the Ministry of Labor, Health and Social Affairs with a request to present the vision on developing and strengthening the social work component which will enable the practitioners to provide quality services to everybody who needs support, by using social work methods and approaches.
1. Development of operational tools (methods and models) and provision of training to social workers on using these tools;
2. It is also important for social workers to have an opportunity to work in a safe environment which is adequately equipped (normalization of the workload, regulation of unexpected calls to work at night, consideration of transportation costs, allocation of space for individual interviews, putting in place regulations for a safe work environment, etc.) and to have decent payment.
3. It is also important to create a working group to launch the above-noted processes which will involve representatives from the Ministry, as well as organizations providing professional support and social workers practising on the field.
In order to discuss the noted issues in more detail, we are requesting an open meeting with Mr. Davit Sergeenko, the Minister of Labor, Health and Social Affairs of Georgia with the participation of the stakeholders engaged in this process.
The above noted opinion is shared by the representatives of the professional community from both state and non-state sectors who are signing this document. We think that without empowering social workers in the child welfare field, it is impossible to achieve success in other fields as well. Therefore, we confirm our support to social workers at the Social Services Agency by signing below: