საკონტაქტო ინფორმაცია
ბაღების აღსაზრდელების კვების მენიუს შეცვლა (არჩევანის საშუალება ბავშვებს)

დასრულებული

1000
1000
ადრესატი:
  • ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

ბაღების აღსაზრდელების კვების მენიუს შეცვლა (არჩევანის საშუალება ბავშვებს)

ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვების მენიუში 2018 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია მშობელთა და ბაღების აღმზრდელთა ნაწილის შეშფოთება. ამას დაემატა ისიც, რომ კვების პროდუქტების მომმარაგებელი კომპანია რიგ შემთხვევებში ვერ ასწრებს დროულ მომარაგებას, რაც იწვევს დამატებით პრობლემებს. თუ ერთ აღსაზრდელზე აქამდე განსაზღვრული იყო 1581 კ/კალორია, ახლა განსაზღვრულია 1292 კ/კალორიით. რამაც გამოიწვია მენიუში ისეთი ცვლილებები, რომ აღსაზრდელების ნაწილი დღის განმავლობაში სრულფასოვნად ვეღარ იკვებება.

ჩვენი თხოვნაა კვების მენიუში გათვალისწინებული იქნეს ბავშვებისთვის არჩევანის მიცემის საშუალება, როგორც იყო აქამდე წლების განმავლობაში. მაგალითად საუზმეზე მხოლოდ რომელიმე ფაფა კიარ იყოს ჩასმული, არამედ კარაქიანი პური და ჩაი, ან ორცხობილა და ჩაიც დაემატოს ისევ ისე, როგორც აქამდე იყო.

2017 წლის და 2018 წლის მენიუს დეტალური განხილვა და შედარება პეტიციის აღწერილობით ნაწილში ვფიქრობთ აღარ არის საჭირო. სურვილის შემთხვევაში მზად ვართ მშობელთა მონიტორინგის ჯგუფის შესაქმნელად, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს ბაღებში არსებული პრობელემების გამოსწორებისთვის.

პატივისცემით,

,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე

დამატებითი კითხვებისთვის 591051601