საკონტაქტო ინფორმაცია
ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტერინარიის შესახებ

საჭიროა 8764 ხელმოწერა

1236
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტერინარიის შესახებ

კომპანიონ ცხოველთა მეპატრონეები, რომლებიც მათ ოჯახის წევრებისგან ვერ განვარჩევთ, ხშირად ვეჯახებით მეტად არასასურველ და ტრაგიკულ სიტუაციას მათი არასრულყოფილი ვეტერინარული მომსახურების გამო. გარდა ვეტერინარების კომპეტენციის ნაკლებობისა იკვეთება სისტემური პრობლემები, რის შედეგადაც კომპანიონი ცხოველების მეპატრონეები თავს დაუცველად გრძნობენ ხოლო ვეტერინარები დაუსჯელობის გრძნობის გამო რიგ შემთხვევებში დაუდევრად და უპასუხისმგებლოდ ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას. სწორედ ამ სისტემურ პრობლემებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება:
1. არ არსებობს ვეტერინარის საქმიანობის კონტროლზე უფლებამოსილი უწყება; სურსათის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული კლინიკების კონტროლის დეპარტამენტს მხოლოდ ვეტ კლინიკების სანჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება შეუძლია და არ აქვს უფლება შეამოწმოს სამედიცინო ჩანაწერები, ოქმები და ვიდეო ჩანაწერები.
2. არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით მიღებული საერთო სავალდებულო პროტოკოლები, მათ შორის ანესთეზიის პროტოკოლი, რომლითაც იხელმძღვანელებდა როგორც ვეტერინარი ისე სასამართლო, ცხოველის და მეპატრონის დაზიანების შემთხვევაში. ამის შედეგად ხდება მრავალი დარღვევა, მათ შორის სანარკოზე ძილში ცხოველების სახლში გაწერა.
3. არაა განსაზღვრული, თუ რომელი ოპერაციის ჩატარება შეიძლება არასადღეღამისო კლინიკაში და კლინიკები ატარებენ ურთულეს ოპერაციებს: ონკოლოგიურ ამპუტაციას, თირკმლის ოპერაციას, გულზე ოპერაციას იმ პირობებში, როცა არ შეუძლიათ პოსტოპერაციული დაკვირვების წარმოება, რადგან არ გააჩნიათ სტაციონარი. ასეთ შემთხვევებში ხდება პაციენტების სახლში არაამბულატორიულ პირობებში გაწერა, რის შედეგადაც რიგ შემთხვევებში დგება სიკვდილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა ადგება ადამიანებს. მკაცრად უნდა განისაზღვროს იმ ქირურგიულ ოპერაციათა ჩამონათვალი, რომლის ჩატარების უფლება შეიძლება გააჩნდეთ სტაციონარის არმქონე კლინიკებს. ამ ჩამონათვალს უნდა ჰქონდეს სავალდებულო კანონის სახე და მისი დარღვევისთვის უნდა ისჯებოდეს კლინიკა.
4. ქუჩის ცხოველების პოპულაციის მართვის მიზნით ჩატარებული ოპერაციებიდან პაციენტების გაწერა რიგ შემთხვევებში ხდება სანარკოზე ძილში. რაც ქვეყნის მასშტაბით ანესთეზიის საერთო- სავალდებულო პროტოკოლის არარსებობის შედეგია.
5. კლინიკაში ცხოველებს უტარდებათ მანიპულაციები და ადმინისტრირდება მედიკამენტები, რის დასახელებებს და დანიშნულებას არ აცნობენ პატრონს.
6. ხშირად მკურნალობა მიმდინარეობს დიაგნოზის დასმის აუცილებელი პროცედურების გვერდის ავლით, რაც ასევე საერთო-სავალდებულო პროტოკოლების არარსებობის შედეგია.
7. არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით საერთო-სავალდებულო პროტოკოლი ცხოველის ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღების და გახორციელების შესაზებ, რაც ხშირად ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიზეზი ხდება ცხოველის მოკვდინების სასარგებლოდ.
8. არ არსებობს ვეტერინარებისა და ვეტ კლინიკებისთვის ლიცენზიის შეჩერების მექანიზმი.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148 ე მუხლის მიხედვით ცხოველი განიხილება ნივთად, რის გამოც ვეტერინარიის საგანი ანუ ცხოველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ცხადდება არარსებულ ცნებად. და ვეტერინარის შეცდომის მსხვერპლი ცხადდება ნივთად.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე მუხლი წინააღმდეგობაშია საქართველოს სისხლის სამართლის 259-ე მუხლთან, რომელიც ცხოველის წამებას სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს. შეუძლებელია ნივთი აწამო. ასევე შეუძლებელია ნივთი მოკლა.
10. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვავდა კომპანიონი ცხოველის ცნებას და მის ფუნდამენტალურ უფლებას სიცოცხლეზე და ტანჯვის გარეშე სიცოცხლეზე და სრულყოფილ ვეტერინარულ მომსახურებაზე.
11. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც დაიცავდა კომპანიონი ცხოველის მეპატრონის უფლებებს. ამიტომ კომპანიონი ცხოველის პატრონები მხოლოდ ნივთის მესაკუთრეებად განიხილებიან და მატერიალური ზარალის გარდა სხვა სახის ზიანი კანონს მზედველობიდან ეპარება.

ვითხოვთ ვეტერინარიის დარგში განვითარებული ქვეყნების (აშშ, ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოები, რუსეთის ფედერაცია და მრავალი სხვა) მსგავსი საკანონმდებლო გარემოს შექმნას. ვეტერინარიის დარგის კანონით რეგულირების ეფექტურობის ასამაღლებლად დაევალოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები:
1. განისაზღვროს უწყება, რომელსაც ექნება უფლებამოსილება განახორციელოს ვეტერინარული საქმიანობის კონტროლი ( ოპერაციების ოქმების, დანიშნულებების, ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩანაწერების, ვიდეო კამერების ჩანაწერების ამოღება და განხილვა).
2. განისაზღვროს უწყება, რომელსაც შეეძლება ვეტერინარებისა და ვეტ კლინიკებისთვის ლიცენზიის მინიჭება ან შეჩერება/ჩამორთმევა. ასევე განისაზღვროს ლიცენზიების მინიჭების და შეჩერება/ჩამორთმევის კრიტერიუმები და წესები.
3. შეიქმნას და მიღებულ იქნას საერთო სავალდებულო პროტოკოლები ანესთეზიის, ქირურგიული ოპერაციების, ინფექციური და სხვა სახის დაავადებების მკურნალობის, რომელთა შეუსრულებლობაც კვალიფიცირებული იქნება კანონდარღვევად.
4. განისაზღვროს იმ ქირურგიულ ოპერაციათა ნუსხა, რომელთა ჩატარება მხოლოდ სადღეღამისო კლინიკებში იქნება შესაძლებელი, რათა უზრუნველყოფილი იქნას ნაოპერაციებ პაციენტზე სამედიცინო მხარდაჭერის განხორციელება, რაც დაიცავს როგორც ცხოველს ასევე მის მეპატრონეს გარდაუვალი ფსიქოლოგიური ტანჯვისა და სხვა ტრავმებისგან ცხოველის მდგომარეობის დამძიმების ან სიკვდილის შემთხვევაში. ის კლინიკები, რომლებიც ჩაატარებენ მაღალი რისკის შემცველ ოპერაციებს პოსტოპერაციულ პერიოდზე აუცილებელი დაკვირვების ჩატარების შესაძლებლობის არ ქონის პირობებში, რის გამოც არ უზრუნველყოფენ სამედიცინო ზედამხედველობას, უნდა დაისაჯონ ლიცენზიის ჩამორთმევით.
5. კანონით განისაზღვროს კომპანიონი ცხოველის ცნება და მიღებულ იქნას კომპანიონ ცხოველთა დამცელი კანონმდებლობა, რაც დაიცავს მათ უფლებას სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და ხარისხიან ვეტერინარულ მომსახურებაზე.
6. შესაბამისობაში მოვიდეს სისხლის სამართლის 259-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 148-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148ე მუხლიდან ამოღებული იქნას ცხოველის, როგორც ნივთის, განსაზღვრება. შედეგად, ვეტერინარიის საგანი ანუ ცხოველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კანონისთვის ხელშესახებ მოვლენად იქცევა და ვეტერინარები ცოცხალ არსებებს უმკურნალებენ და არა ნივთებს.


ფიზიკოსი, ცხოველთა უფლებების დამცველი, თარჯიმანი

ვრცლად