საჭიროა 1016 ხელმოწერა
984
2000
ადრესატი:
- ქალაქ ბათუმის მერია
ვაქციოთ ბათუმი ცხოველებზე ზრუნვის ქალაქად
#ცივიზამთარიმოდის! #ნუგაყინავცხოველს! #გაუზიარესითბო!
ცივი და გრძელი ზამთარი უსახლკარო ცხოველებს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს, ცხოველების დიდი ნაწილი მკაცრ ზამთარში იღუპება. 21 საუკუნეში ეს საკმაოდ დიდი უსამართლობაა, ჩვენ შეგვიძლია ამ რეალობის შეცვლა, მცირედია საჭირო ცხოველების გადასარჩენად.
ბათუმში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიზანიცაა უსახლკარო ცხოველების გაყინვისგან დაცვა. საინიციატივო ჯგუფის მისიაა ბათუმი ვაქციოთ ზრუნვის ქალაქად.
ბათუმი უამრავ ტურის მასპინძლობს ყოველ წელს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ეს ინტერნაციონალური ქალაქი წარმოჩნდეს როგორც მზრუნველი და იყოს მაგალითი ყველასთვის.
ბათუმის მერიას ვთხოვთ უსახლკარო ცხოველთათვის შექმნილი სახლების განთავსების ნებართვას.