საჭიროა 1998 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
შეიქმნას ცენტრალური კავკასიის ალქიმიის პალატა
მე ვარ გივი თაკვარელია, დამოუკიდებელი შემეცნების გაერთიანების თანადამფუძნებელი და წითელი დირექტორი. საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებიდან გამომდინარე, რომლებიც გამოწვეულია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პოლიტიზირებით, მისი/მათი კორუმპირობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არასწორად გამოყენებული პასუხისმგებლობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს არაკომპეტენტურობით. ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა ახალი, სახელმწიფოსგან სრულიად დამოუკიდებელი პალატის შექმნა!
ცენტრალური კავკასიის ალქიმიის პალატა, არის სივრცე, რომელშიდაც სრულიად ვითვალისწინებთ მომხმარებელი კომპანიებისა და დასასაქმებელი ფიზიკური პირების ინდივიდუალურ მოთხოვნებს.
ამირომ გადაწყდა, რომ ჩვენი პალატა იმუშავებდა 3 მიმართულებით, ესენია:
- ექსპერტიზა;
- შრომის უსაფრთხოება;
- საერთაშორისო დიპლომატია;
შესაბამისად საექსპერტო საქმიანობისთვის ჩვენ შევქმენით 6 განსხვავებული პავილიონი, რომლებიც ასევე იყოფიან 2-2 დეპარტამენტებად, ესენია:
- წითელი მთვარის პავილიონი, რომლის შემადგენლობაშიც შედის სამეცნიერო ექსპერტიზა და სამედიცინო, ანუ ფარმაცევტული და ტოქსიკური საექსპერტო საქმიანობები;
- ოქროს მზის წვეთის პავილიონი, რომლის შემადგენლობაშიც შედის სურსათის სრული ექსპერტიზა და წიაღისეულის მომპოვებელი ქარხნების მიერ წარდგენილი საქონლის სრული ექსპერტიზა;
- მწვანე ექვსკუთხედის პავილიონი, რომლის შემადგენლობაშიც შედის კულტურის და არქიტექტურის ექსპერტიზა;
- ცის იარაღის პავილიონი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სამჭედლო ხელოვნების მიერ მიღებული პროდუქციის სრული ექსპერტიზა;
- იისფერი წიგნის პავილიონი, რომლის შემადგენლობაშიც შედის განათლების ხარისხის ექსპერტიზა, შრომის უსაფრთხოებისა და კვალიფიკაციის სრული ექსპერტიზა;
- ვერცხლისფერი ხილის პავილიონი, რომლის შემადგენლობაშიც შედის სპორტის სრული ექსპერტიზა და საჯარო აუქციონების მოწყობა;
შესაბამისად შრომის უსაფრთხოებაში ჩვენ შევქმენით 7 კანონისაგან შემდგარი წიგნი, რომლის აღსრულებაზეც პასუხისმგებელია „იისფერი წიგნის პავილიონი“, ეს კანონებია:
- დასაქმებული უნდა მგზავრობდეს საზოგადოებრივი, თუ კერძო ტრანსპორტით დამსაქმებელი კომპანიის ხარჯზე;
- დასაქმებულის სასაუბრო ნომერი უნდა იყოს ულიმიტო და ნაზღაურდებოდეს დამსაქმებელი კომპანიის მიერ;
- სამედიცინო დაზღვევა 100% აზღვევს დასაქმებულს და 50% აზღვევს მისი ოჯახის წევრებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- დასაქმებული უნდა სარგებლობდეს კორპორატიული სპორტული, გამაჯანსაღებელი და განსატვირთავის მომსახურებებით და უნდა ფინანსდებოდეს დამსაქმებელი კომპანიის მიერ სრულად, ან ნაწილობრივ;
- დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს მისცეს წელიწადში 4 მივლინების უფლება, აქედან 2 აუცილებლად ხელფასიანია;
- მშობიარობის შემთხვევაში დასაქმებულ ქალბატონებს ეძლევათ 2 წელი ანაზღაურებადი მივლინება და დამსაქმებელი უნახავს ადგილს;
- დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს კომუნალური გადასახადები - სრულად, თუ მხოლოდ ის მუშაობს ოჯახიდან და ნაწილობრივ, თუ მის გარდა ოჯახის სხვა წევრიც მუშაობს.
და ბოლოს საერთაშორისო დიპლომატიისთვის ყველაზე ხელსაყრელი არის „ვერცხლისფერი ხილის პავილიონის“ საქმიანობა, რადგან სპორტი და საჯარო აუქციონები შესაძლოა საუკეთესო გზა იყოს უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრისთვის.
ეს ყოველივე შექმნის ეტაპზეა, უბრალოდ მხარდაჭერა გვსურს საქართველოს პრეზიდენტისგან, 2022 წლის ზაფხულში იგეგმება ამ პალატის დარეგისტრირება და შემდგომ ამოქმედდება.