საკონტაქტო ინფორმაცია
ამბროლაურის საზოგადოებრივი კაფის შექმნა

საჭიროა 199 ხელმოწერა

1
200
ადრესატი:
  • ამბროლაურის მინიციპალიტეტი

ამბროლაურის საზოგადოებრივი კაფის შექმნა

ჩვენ ვართ ამბროლაურის ახალგაზრდები, რომლებსაც გვსურს, ამბროლაურის ტერიტორიაზე გვქონდეს ადგილი სადაც შესაძლებელი იქნება ახალგაზრდების თავშეყრა, როგორც შემეცნებით, ასევე გასართობი აქტივობა და ა.შ . ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ტერიტორიები, სადაც შეიძლება მოეწყოს ჩვენი სივრცე, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ არ არის დაინტერესებული პირი ვინც ამ ტერიტორიას აითვისებს ამ საქმისთვის. 

ვთვლით, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა არის პეტიცია, სულ რაღაც 200 მოსახლის მხარდაჭერით. პეტიციის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე, რათა მოხდეს 2025 წლის ბიუჯეტში შეტანა და გათვალისწინება. ეს ყველაფერი საკმაო დაინტერესებას გამოიწვევს ჩვენს რეგიონში მცხოვრებთათვის, მუხედავად ასაკისა.

ახალგაზრდებს გვსურს, მუნიციპალიტეტთან  თანამშრომლობით შევარჩიოთ კაფისთვის შენობა, რომელსაც დამოუკიდებლად განვავითარებთ. სამომავლო გეგმისთვის გვინდა,რომ კერძო სექტორს დავუკავშირდეთ და ვითანამშრომლოთ, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა პოტენციურ პარტნიორებთან.

სივრცეში ასევე დაიგეგმება: სხვადასხვა აცქტივობები, მათ შორის, საქველმოქმედო აქციები; გარკვეული შეღავათები და აქციები იქნება განკუთვნილი შესაბამისი მოწყვლადი ჯგუფებისთვის (სტუდენტების,სკოლის მოსწავლეების, სოც.დაუცველების,პენსიონერებისთვის); შემეცნებითი და არაფორმალური პროექტები.

 

 

 


ამბროლაურში მაცხოვრებელი ახალგაზრდა

ვრცლად