საჭიროა 194 ხელმოწერა
ადრესატი:
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გადავიტანოთ მდინარე ბორჯომულა
მდინარე ბორჯომულა, რომელიც არასწორ ადგილას მიედინება, საჭიროა გადატანილ იქნას მუნიციპალიტეტის გარეთ. ამით გავათავისუფლებთ ქალაქს ზედმეტი უსარგებლო ფართისგან, სადაც შესაძლებელი იქნება განთავსდეს მსოფლიოს ცნობილი ბრენდების მაღაზიები, როგორიცაა "ეიჩ ენდ ემი", "არმანი", "ლუი ვიტონი", "კარტიე", "შანელი", ასევე "ომეგა", "როლექსი" და ა.შ. რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მცხოვრებლებს იპოვონ სამუშაო ადგილები, რაც თავის მხრივ მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
გარდა ამისა, მდინარის გადატანას აქვს სხვა დადებითი მხარეებიც. როგორც ცნობილია, მდინარე წარმოადგენს საკურორტო ზონის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროს. მართალია, თავად მდინარე არაფერს აბინძურებს, მაგრამ დამსვენებლები მასში ყრიან სხვადასხვა ნივთებს, რომლებიც თავს იყრის სხვადასვა ადგილებში, მეტადრე მდინარის კალაპოტის ვიწრო ნაწილებში, ხოლო წყალი იღვრება მიმდებარედ და ტბორავს ტერიტორიებს, რაც დისკომფორტის გარდა, მოსახლეობისთვის წარმოადგენს საფრთხეს ვირუსული ინფექციებისა და ბაქტერიების გავრცელების თვალსაზრისით.
ასევე, მდინარე ჩამოედინება ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილას, ბორჯომის ცენტრალურ პარკთან. მხედველობაში ვიღებთ რა ფაქტს, რომ მდინარეში ყრია ბევრი ქვა, მასზე გამდინარე წყალი იწვევს ხმაურს, რაც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის მოსაუაბრის ხმის გაგონებას პარკში ყოფნის დროს, რაც, თავის მხრივ, აფრთხობს ტურისტებსაც და ბორჯომს ხდის მათვის უფრო ნაკლებად მიმზიდველ ადგილად.
ამ და ბევრი სხვა ფაქტის გათვალისწინებით, ჩვენ შემოვდივართ განცხადებით, რათა შეიცვალოს მდინარის კალაპოტი და მდინარე მივმართოთ სხვა, მოსახლეობისგან უფრო ნაკლებად დატვირთული ადგილისკენ.