საჭიროა 2917 ხელმოწერა
83
3000
ადრესატი:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს პარლამენტი
მოგვარდეს უსახლკარო, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი!
ყველაზე მტკივნეული საკითხი უკიდურესად გაჭირვებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომელთაც არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი, მუდმივად უწევთ გადაადგილება ერთი საცხოვრებლიდან მეორეში, ამის საფუძველზე (გადამისამართების გამო) უჩერდებათ ფულადი სოციალური დახმარება და ამით მათი მძიმე ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება. გარდა მუდმივი ფსიქოლოგიური დაძაბულობისა, რაც უკავშირდება მუდმივად ახალი საცხოვრებლის ძიებას და ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებასთან, ისინი მუდმივად დგანან თავშესაფრის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე. ჩვენი მოთხოვნაა, შემუშავდეს კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ეტაპობრივად სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს.