საკონტაქტო ინფორმაცია
აიძულოს სახელმწიფომ კერძო ბიზნესები კაზინოებისა და აზარტული თამაშების წინააღმდეგ ანტისარეკლამო კამპანიაში ჩართვა

საჭიროა 172 ხელმოწერა

28
200
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

აიძულოს სახელმწიფომ კერძო ბიზნესები კაზინოებისა და აზარტული თამაშების წინააღმდეგ ანტისარეკლამო კამპანიაში ჩართვა

ლუდომანიით მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი იტანჯება. ყველაზე მეტად კი ზარალდებიან განვითარებადი ქვეყნები, რომელთა მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა არასტაბილურია და არსებობს სიღარიბის მაღალი რისკი. გამონაკლისი არც საქართველოა. ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია, რომლის გადასაჭრელადაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, ამიტომაც სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ამ საკითხის მოგვარებაში. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ბევრი უბედურება მოაქვს. ის რადიკალურად ცვლის ადამიანის და არა მარტო მის, არამედ მის გარშემომყოფთა ცხოვრებას. კაზინოები არაჯანსაღ ღირებულებებს ქმნიან. ისინი სათავეს უდებენ ისეთ სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს, როგორებიცაა: მოქალაქეთა, მათ შორის არასრულწლოვანთა, შორის ლუდომანიის ჩამოყალიბება,ფსიქოლოგიური და ემოციური ჯანმრთელობის შერყევა, ფულის გათეთრება, მოსახლეობის სიდუხჭირე და სხვა. 

ჩვენ ხშირად გვხვდება აზარტული თამაშების პროპაგანდისტული რეკლამები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა ფსიქოლოგიაზე და აპროვოცირებს მათ სურვილს, ჩაერთონ აზარტულ თამაშებში. თუმცა, არასდროს გვხვდება აზარტული თამაშების, კაზინოებისა და ონლაინ კაზინოების ანტირეკლამა, რომელიც იქნებოდა ერთ-ერთი ბერკეტი, რომ შემცირებულიყო მოქალაქეთა მსგავს თამაშებზე დამოკიდებულება. შესაბამისად, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ანტირეკლამის პოპულარიზაციას. სახელმწიფოს შეუძლია აიძულოს კერძო ბიზნესები ჩაერთონ აზარტული თამაშების წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში, მაგალითად, შეამციროს მათი გადასახადები, ანტირეკლამის პიარის სანაცვლოდ. ამგვარად, მოსახლეობა იქნება მეტად ინფორმირებული მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და შესაძლებელი იქნება თავიდან ავირიდოთ ზემოთ აღნიშნული პრობლემები.