საკონტაქტო ინფორმაცია
კანონი შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ

საჭიროა 32943 ხელმოწერა

57
33000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • თბილისის საკრებულო
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

კანონი შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ

საქართველოს სჭირდება კანონი შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ, რომელიც დაიცავს, როგორც მოქალაქეთა უფლებებს, ჯანმრთელობას და სიმშვიდეს, ასევე, შინაური ბინადარი ცხოველების უფლებებს და გარემოს ზოგადად.

კსნონი ხელს შეუწყობს:

✅ ცხოველების გამრავლების  ლიცენზირება და მონიტორინგი

✅ ცხოველების კასტრაცია/სტერილიზაცია

✅ მუნიციპალური ვეტერინარული კაბინეტი და თავშესაფარი

✅ დაავადებათა კონტროლი

✅ მიგრაცია და ადგილმდებარეობის დადგენა

✅ ცხოველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის კრიმინალიზაცია (სისხლის სამართლებრივ დევნა)

✅ ცხოველის აყვანის და ზრუნვის წესი

 

და მრავალი სხვა.

აღნიშნული პრობლემა წლებია დგას საზოგადოების წინაშე, 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონმდებლობის მიღების საკითხი, რაც მიგვაჩნია, რომ პირდაპირი მავნებლობაა ქვეყნის მოქალაქეთა და ფაუნის მიმართ! 

პეტიცის მიზანია აღნიშნული საკითხის მიმართ ფართო საჯარო ყურადღების მიქცევა, საკანონმდებლო დონეზე (ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ქალაქის საკრებულოს თუ ცენტრალური ხელისუფლების) საკითხის განხილვა და კანონპროექტის ინიცირება.

 

ვიწვევთ სფეროს ექსპერტებს კანონმდებლობის მოსამზადებლად, ამასთან ჩვენი პარტია თვლის, რომ საკითხის გადაწყვეტას სჭირდება პოლიტიკური ინიციატივა, საზოგადოების მხარდაჭერით, რადგან გადაწყვეტილება, ასევე პოლიტიკურია!

 

[email protected]

 

 

 

 

 

 


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) "თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა"  

ვრცლად