საჭიროა 29932 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
28 მაისი - ქართული ვაზის და ღვინის ეროვნული დღესასწაული!
პატივცემულო საზოაგადოებავ,
გვაქვს ინიციატივა საქართველოში დაკანონდეს სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსით საგაზაფხულო ქართული ტრადიციული - ქართული ვაზის და ღვინის ნაციონალური დღესასწაული, რომელის აიღნიშნება ყოველი წლის 28 მაისს!
მოცემული დღესასწაულის ფარგლებში საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ ქალაქში და რეგიონში გაიმართება კუთხური ტრადიციული სუფრის, ღვინის, ხელოვნების, მუსიკის და საფესტივალო ღონისძიებები!
დღესასწაული დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ვინაიდან გაზრდის ცნობადობას და პოპულარობას არა მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებში, არამედ უცხოელ სტუმრებში, ტურისტებში, რაც დადებითად და დინამიურად აისახება ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ ზრდაზე. მოცემული დღესასწაული უნდა გამოცხადეს უქმე დღეთ ქვეყნის მაშტაბით.
ღონისძიებებში მონაწილეობისათვის მოიწვევიან ქართული ღვინის კომპანიები და საქართველოში არსებული რესტორნები, რომლის ფარგლებში აგრეთვე დაწესებული იქნება სპეციალური პრიზები, სხვა და სხვა კრეატიულ ნომინაციებზე.
თუ იზიარებთ ჩვენს იდეას და ინიციატივას, გთხოვთ არ დაგვზარდეთ და შეიტანოთ წვლილი 28 მაისი - ქართული ვაზის და ღვინის ნაციონალური დღესასწაულის დაკანონებაში. საჭირო ხმების შეგროვების შემთხვევაში, ინიციატივა გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს.
ვიმედოვნებთ, რომ "28 მაისი - ქართული ვაზის და ღვინის ნაციონალური დღესასწაული" შეიძენს მრავალ მხარდამჭერს! ჩავუყაროთ საფუძველი ძველი ტრადიციების ახლებურ გაზიარებას!
დიდ მადლობას მოაგხსენებთ თქვენი თანადგომისათვის!