საკონტაქტო ინფორმაცია
უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენელთა და სამოქალაქო აქტივისტთა  საგანგებო განცხადება

საჭიროა 9837 ხელმოწერა

163
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • თბილისის საკრებულო
  • თბილისის მერია
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  • სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
  • ფინანსთა სამინისტრო
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • ენერგეტიკის სამინისტრო
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს პროკურატურა
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისია
  • საქართველოს სახალხო დამცველი
  • საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს ეროვნული ბანკი
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენელთა და სამოქალაქო აქტივისტთა საგანგებო განცხადება

უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენელთა და სამოქალაქო აქტივისტთა

საგანგებო განცხადება

(GEO)

საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული არჩევანი - იყვნენ დამოუკიდებელი და თვითონ მართონ საკუთარი ბედი - კიდევ ერთხელ დადგა რუსული ოკუპაციის საფრთხის ქვეშ. დასავლეთის მიმართ გამოთქმული ულტიმატუმის სახით კრემლი პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქართველოს მომავალს მხოლოდ რუსეთის გავლენის და დიქტატის ქვეშ ხედავს.

აღნიშნული მუქარა პირდაპირ შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ, როგორც სამხედრო პროვოკაციების, ასევე ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საშიშროებას, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტის შეზღუდვით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, დასავლეთთან სასიცოცხლო კავშირების გაწყვეტით ემუქრება.

აღნიშნული საფრთხის სიმძიმიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ: 

  • მიუღებელია ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელება, ამ დაპირისპირებაში ქვეყნის რესურსის გაფლანგვა და ის დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
  • ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის სასწრაფოდ უნდა იქნას მიღწეული ზეპარტიული კონსენსუსი, საგარეო საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების და მუდმივ რეჟიმში პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ.
  • ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს უნდა დაევალოს სასწრაფო ნაბიჯების განხორციელება მოსალოდნელი სამხედრო კრიზისის საპასუხოდ, როგორც სამხედრო/თავდაცვის, ასევე სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა სხვა ძირითად სფეროში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, კავშირგაბმულობა, ფინანსები და აშ.
  • დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სრულფასოვანი უსაფრთხოების ზოლისა და სისტემის შექმნა, რაც გულისხმობს მიმდებარე ტერიტორებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სპეციალური ზომების გატარებას და მუდმივი პატრულირების დაწესებას, ასევე მუდმივი თვალთვალისა და სწრაფი რეაგირების მექანიზმების შექმნას.
  • აღნიშნული გეგმებისა და ნაბიჯების სწრაფი განხოციელების მიზნით, აუცილებელია მოქმედებათა მუდმივი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ უწყებებს შორის, მათ შორის ცენტრსა და რეგიონებში საჭირო მარაგების (სამხედრო და არასამხედრო) შექმნის მიზნით.
  • მთავრობამ სასწრაფო წესით უნდა უზრუნველყოს მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან გადაუდებელი გეგმების განხილვა და დამტკიცება საქართველოსთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარების უზრუნველსაყოფად, მოსალოდნელი რუსული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.
  • საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ უნდა დაევალოთ, სასწრაფო წესით დაიწყონ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წინაშე არსებული რუსული სამხედრო საფრთხის განხილვა და დახმარების აღმოჩენის გზების შეთანხმება.
  • რუსული აგრესიის შესაკავებლად გადადგმული და განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო პარტნიორებს მუდმივ რეჟიმში უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია და უნდა მოხდეს სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება.
  • დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოპტიმალური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით უსაფრთხოების სფეროს რეფორმაზე ერთობლივი მუშაობა, უსაფრთხოების სფეროში შემავალი დარგების ექსპერტთა აქტიური მონაწილეობით. ამ მხრივ, უზომოდ დიდია პარლამენტის განხილვის, ზედამხედველობის და მონიტორინგის როლი აღნიშნული სისტემის შექმნაში.

ამ კრიტიკულ ვითარებაში საქართველოს საზოგადოებას არ აქვს უფლება ინერტულად ადევნოს თვალი ქართული სახელმწიფოებრიობის შეზღუდვის მცდელობას. ჩვენი მოვალეობაა მკაფიოდ მოვთხოვოთ ხელისუფლებას და სრულიად პოლიტიკურ სპექტრს, რომ გადადგან აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დროულად აარიდებს ამ მორიგ განსაცდელს. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა მოხდეს მოსკოვის მიერ შექმნილი კრიზისის როგორც შესაძლებლობის გამოყენება დასავლურ სივრცეში და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის დასაჩქარებლად.

 

Special Declaration of the Security Experts and Civil Activists

(On US/NATO/EU – Russia Negotiations)

 (ENG)

Once again, the democratic choice of Georgian citizens, to be free and determine its own future – is being put under the threat of Russian aggression. The Kremlin’s ultimatum towards the West is a clear statement that Russia regards Georgia solely under its dictate and as an inseparable part of its sphere of influence.

This threat directly implies the high possibility of military provocations as well as the renewal of large-scale military aggression, which aims at reducing the sovereignty of Georgia and severing its vital ties to the international community and the West.

Considering the severity of the existing threat, our position is that:

 

  • It is unacceptable to continue the existing political polarization and rivalry in the country, which consumes much of the country’s political energy and resources; Thus, it must be stopped immediately.
  • Major political parties and organizations must reach a national consensus on resisting the external threat and conducting permanent political consultations in this regard.
  • The National Security Council and other state agencies must be tasked to plan necessary actions to counter the looming military confrontation as well as potential difficulties in essential spheres of state functioning such as transport, communication, energy healthcare, finances tec.
  • A full-fledged security system and the regime must quickly be established along the Occupation Line (ABL), which includes the introduction of special security, movement, and communication measures for the local population, the permanent patrolling, monitoring, and rapid reaction mechanisms.
  • To effectively implement the mentioned plans and actions, a permanent coordination mechanism must be established between the local/regional authorities and the central government agencies, among others to ensure necessary stockpiles of military and non-military nature.
  • The Georgian government has immediately to start negotiations with friendly nations and international partners on assistance and relief plans to support Georgia militarily and with other means to counter potential Russian aggression.
  • The Georgian diplomatic representations abroad must be tasked immediately to start discussing with the relevant international organizations the high risk of Russian aggression against Georgia and ways of possible support.  
  • The full picture of already made and planned activities to counter the potential Russian aggression must be provided to the Georgian society and Georgia’s international (western) partners; thus, the strategic communication must be enhanced.  
  • Collaborative work with the inclusion of the subject matter experts must be started immediately to define, reform, and establish the best security policy and system for Georgia. The role of the parliament as a chief body of reviewing, discussing, and monitoring the needed security sector reform, must be highlighted herewith once again.   

Given the existing critical situation, the Georgian society has no time and luxury to remain passive while attempts are made to reduce the statehood of Georgia. Our duty is to demand from the government and the entire political spectrum to unite and do all the necessary to counter the threat. Furthermore, the crisis created by Russia has to be regarded and utilized as an opportunity for speeding up Georgia’s integration in the West and NATO in particular.

(List of 70 signatures (individuals and organizations)

See in Georgian version of declaration):

 

განცხადების მხარდამჭერთა სია

 

  1. ანდრო გოცირიძე (კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო ცენტრი - CYSEC)
  2. თორნიკე შარაშენიძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA)
  3. შალვა ძებისაშვილი (საქართველოს უნივერსიტეტი, უსაფრთხოების პლატფორმა)
  4. ნათია კალაძე (UG, სოციალური მეცნიერებების სკოლის დირექტორი)
  5. ლევანი სიხარულიძე (Valiant Integrated Services ყოფილი მრჩეველი)
  6. თეონა აქუბარდია (პარლამენტის წევრი, უნივერსიტეტი ალტე)
  7. ლიკა ბასილაია-შავგულიძე (კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი)
  8. კონსტანტინე ვეკუა (უნივერსიტეტი ალტე)
  9. გიორგი თარგამაძე (ტელეკომპანია ფორმულა)
  10. არჩილ ხოფერია (ვეტერანთა ორგანიზაცია "დაიცავი შენი წილი საქართველო")
  11. ირაკლი ტაბლიაშილი (ტელეკომპანია ფორმულა)
  12. დავით ხორგუაშვილი (სამხედრო ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდი)
  13. ხათუნა მშვიდობაძე (George Washington University)
  14. თენგიზ ფხალაძე (საერთაშ. პოლიტ. ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი)
  15. გაიოზ ჯაფარიძე (საქართველოს უნივერსიტეტი)
  16. ბაია ივანეიშვილი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, IBSU)
  17. გიგი გიგიაძე (Economic Policy Research Center)
  18. ბუკა პეტრიაშვილი (რონდელის ფონდი)
  19. შოთა ღვინერია (Baltic Defence College)
  20. გიორგი ხარაბაძე (დემოკრატიის და უსაფრთხოების ინსტიტუტი)
  21. კონსტანტინე ელიზბარაშვილი (ყოფილი დიპლომატი)
  22. ბაკურ ხუბულავა (ELS - მომავალ ლიდერთა სკოლა)
  23. კახა გოგოლაშვილი (რონდელის ფონდი)
  24. დავით ბრაგვაძე (საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი)
  25. რეზი თოფურია (ფრანკლინის კლუბი)
  26. ელიზბარ ხვიჩია (პროგრესული სივრცე)
  27. ლევან გეგეშიძე (ეროვნული უსაფრთხოების ფონდი)
  28. დავით კაპანაძე (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი)
  29. მანანა ვარდიაშვილი (ჟურნალისტი)
  30. ვაჟა გაფრინდაშილი (სამოქალაქო აქტივისტი)
  31. დავით ქაცარავა (ანტიოკუპაციური მოძრაობა)
  32. კორნელი კაკაჩია (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, GIP)
  33. გელა ვასაძე (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი)
  34. ვალერი ჩეჩელაშვილი (საქართველოს სტრატეგული ანალიზის ცენტრი)
  35. გიორგი რუხაძე (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი)
  36. ზურაბ დავითაშვილი (ი.ჯ. სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  37. სალომე წერეთელი (საქართველოს უნივერსიტეტი)
  38. ლევან ცუცქირიძე (მრავალპარტიული დემოკრატიის აღმ. ევროპული ცენტრი)
  39. ზაზა ფირალიშვილი (კავკასიის საზოგადოებრივ სტრატეგიათა ინსტიტუტი)
  40. მიხეილ გოგატიშვილი (გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი)
  41. ბეჟან ჯავახია (ილიაუნი, საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი)
  42. თინათინ გაჩეჩილაძე (საქართველოს უნივერსიტეტი, უსაფრთხოების პლათფორმა)
  43. ბესო სოლომანაშვილი (მწერალი, რეჟისორი)
  44. თეონა დოლენჯაშვილი (მწერალი. “მოძრაობა მომავლისთვის” დამფუძნებელი)
  45. დავით ამირეჯიბი („საქართველოს ფილოსოფიური პრაქსისის საზოგადოება“)
  46. ლელა ფირალიშვილი (კავკასიის საზოგადოებრივ სტრატეგიათა ინსტიტუტი)
  47. კოალიცია „მესამე სექტორი“ (ორგანიზაცია „შერიგების ალამი“, „დევნილები დევნილებისთვის“, სამოქალაქო მოძრაობა „ქალის უფლება“, “გამოდი”, „ხალხის არჩევანი - გზა დემოკრატიისაკენ“, „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი კავკასია“)
  48. ირმა ზუმბულიძე (სამოქალაქო საზოგადოება "სამშობლო")
  49. ილია ჯღარკავა (მუსიკოსი, ხმის რეჟისორი)
  50. საბა ამირეჯიბი (ტელეკომპანია Food tv Georgia, „საქართველოს ფილოსოფიური პრაქსისის საზოგადოება)
  51. გია მორდეხაშვილი (პარტია ლელოს სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი)
  52. სალომე ქარელი (კონფლიქტის მართვის ინსტიტუტი)
  53. არინა თავაქარაშვილი (სამოქალაქო აქტივისტი, საბაუნის უნივერსიტეტის ლექტორი)
  54. დავით შუღლიაშვილი
  55. თორნიკე შურღულაია (თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი)
  56. ირაკლი კაკაბაძე („მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი. აშშ-საქართველო)
  57. ანი ქავთარაძე (ექიმი)
  58. ელგუჯა ნარიმანაშვილი (Travel Guide)
  59. თემურ ჯაფარიძე (იურისტი)
  60. ცირა ჭანტურია (იურისტი)
  61. თამრიკო სიხარულიძე
  62. შალვა ბერიანიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი)
  63. გიორგი ბადრიძე
  64. თამარ ჯიბლაძე (YATA Georgia - საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია)
  65. ბიმურზა დადეშქელიანი (დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი დეპუტატი)
  66. კონსტანტინე მახალდიანი (საქართველოს უნივერსიტეტი)
  67. პლატონ ხუციშვილი (საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „იბერიელნი“)
  68. გიორგი სირბილაშვილი (ხელოვნების და მუსიკის მაგისტრი)
  69. ალუდა გოგლიჩიძე (კოალიცია „არაძალადობიდან მშვიდობამდე“)
  70. ლანა ღვინჯილია (ანტისაოკუპაციო მოძრაობა)