საჭიროა 4994 ხელმოწერა
ადრესატი:
- შსს მომსახურების სააგენტო
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
პირველადი დახმარების კურსი გახდეს სავალდებულო მართვის მოწმობის აღებისას!
მოგესალმებით,
მოგეხსენებათ, ბოლო დროს გახშირდა უბედური შემთხვევები და უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ავტო-საგზაო შემთხვევებს, გაუფრთხილებლობისა თუ გაუმართავი ტრანსპორტის გამო. როცა უკვე ფაქტის წინაშე ვართ, ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე. ვიბრძოლოთ სხვისი გადარჩენისთვის ისე, როგორც გვინდა, რომ ჩვენთვის იბრძოლოს სხვამ. არაერთ ევროპულ ქვეყანაში არის სავალდებულო პირველადი დახმარების კურსის გავლვა და არ გასცემენ მართვის მოწმობას თუ ყველა სხვა სავალდებულო პუნქტებთან ერთად პირველადი დახმარების კურსი არ აქვს გავლილი პოტენციურ მძღოლს.
პეტიციის ხელისმომწერნი მოგმართავთ თხოვნით, რომ მართვის მოწმობის აღებისას სავალდებულო გახდეს პირველადი დახმარების (პრაქტიკული) კურსის გავლა, ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადასარჩენად!