საჭიროა 19774 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
საქართველოს გზებზე ერთ თვეში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სტიქიის შედეგად
არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო მიმართვა
საქართველოს პრეზიდენტს - ბატონ გიორგი მარგველაშვილს
ასლი: პრემიერ მინისტრს - ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
პარლამენტის თავმჯდომარეს - ბატონ დავით უსუფაშვილს
მოგახსენებთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ავტო-საგზაო შემთხვევებმა მოიმატა 30%-ით, ასევე, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც. ზაფხულის პერიოდის დადგომასთან ერთად, საგზაო მოძრაობა გახდა უფრო ინტენსიური და რეგიონებში იმატა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების უმეტესობა ფატალურად და მძიმე ტრავმებით დასრულდა. განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვების, ახალგაზრდების ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც მრავალი ქართული ოჯახის ტრაგედიის მიზეზი გახდა. რამდენიმე ფაქტის გახსენებაც საკმარისია სამწუხარო რეალობის წარმოსადგენად: 21თებერვალს აგარა-გომის მონაკვეთზე-გარდაიცვალა დედა და 2 ჩვილი ბავშვი; 21 მაისს ორი ადამიანი გარდაცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტო-ავარიის შედეგად; 25 მაისს ორი ბავში და ერთი ქალბატონი დაიღუპა სენაკი-ფოთის საავტომობილო გზაზე, სოფელ ჭალადიდში; 28 მაისს კახეთში ავარიის შედეგად სკოლის 3 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაშავდა; 29 მაისს, დაბა ჩაქვში, ავტო-ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილია მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი, 1 აგვისტოდან 3 აგვისტოს ჩათვლით გარდაიცვალა 13 ადამიანი.
ავტო-საგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზებია: გადაჭარბებული სიჩქარე, მგზავრების გადაყვანის დროს უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაუცველობა, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაბალი კულტურა, მეორადი და ადგილობრივი დანიშნულების გზებზე არსებული გაუმართავი ინფრასტრუქტურა და პოლიციის მიერ კანონონის არასრულფასოვანი აღსრულება.
ჩვენ, საგზაო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ორგანიზაციები, მივმართავთ აღმასრულებელ ხელისუფლებას:
- გამკაცრდეს სანქციები სიჩქარის გადაჭარბებაზე და ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე, პოლიციამ აღასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობები;
- დაევალოს რაიონულ მუნიციპალიტეტებს ქვეითად მოსიარულეთათვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
- საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს ჩაუტარდეთ რეალური ტექნიკური დათვალიერება და დაიწყოს ციფრული ტაქოგრაფების გამოყენება. აეკრძალოთ რეისზე გასვლა იმ მიკროავტობუსებს, რომლებიც გაზზე კუსტარულად არიან გადაკეთებულები
- მოხდეს სახიფათო ადგილების იდენტიფიცირება და ავარიის გამომწვევი მიზეზის დეტალური ანალიზი, რის შემდეგაც საჭიროა დაიგეგმოს პრევენციული ხასიათის ღონისძიებები.
- დაიგეგმოს PR-კამპანია, მომზადდეს და განთავსდეს სატელევიზიო ეთერში სოციალური რგოლი სიჩქარის გადაჭარბებისა და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის კატასტროფული შედეგების შესახებ.
- ბავშვთა გადაყვანა ყველა სატრანსპორტო საშუალებაში განხორციელდეს მხოლოდ სპეციალიზირებული სავარძლებით ან დამჭერი მოწყობილობით.
- შეიქმნას სტრუქტურა (სამსახური), რომელიც პასუხისმგებელი იქნება საგზაო უსაფრთხოებაზე
მოვუწოდებთ საზოგადოებას: უმორჩილესად გთხოვთ დაიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, რათა არ გახდეთ ავტო-საგზაო შემთხვევის მსხვერპლი.
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვთქვამთ მზადყოფნას თანამშრომლობისთვის და ვაცხადებთ: მზად ვართ ჩავერთოთ პრობლემის გადაჭრისთვის დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში. გთხოვთ გამოგვიყოთ შესაბამისი საკონტაქტო პირი, რომელსაც პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას საგზაო უსაფრთხოებაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ და გავუზიარებთ ჩვენს ხედვებს.
მიმართვა ღიაა საზოგადოების ყველა წარმომადგენლისათვის და მას ხელს აწერს შემდეგი ორგანიზაციები:
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“
ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“
თბილისის ტრავმაი
„ეკო ტრანსპორტ ცენტრი“
„იარე ფეხით“
საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი
საქართველოს საავტომობილო ფედერაცია