საკონტაქტო ინფორმაცია
ქალაქ დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად

საჭიროა 169 ხელმოწერა

331
500
ადრესატი:
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ქალაქ დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო,
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი,
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

I. ქალაქ დუშეთის თემის მოქალაქეებისათვის ცნობილი გახდა მილახვრიანთდასახლებაში მდებარე მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის, ე.წ. ”სტანციის”,  რეგიონული განვითარების მესამე პროექტიდან ამოღების შესახებ. ვაცნობიერებთ, რომ შენობა ღირებულია, თითოეული ასეთი ძეგლი გადასარჩენია ქალაქის ეკონომიკური განვითარებისათვის, ამის პარალელურად ის მოცემულობა, რომ ადგილობრივი ძალებით მასზე ვერ ხორციელდება მზრუნველობა, მისი უფუნქციოდ დარჩენა და ზემოაღნიშნული პროექტიდან ამოღება  ცალსახად მის განადგურებას ნიშნავს, ვითხოვთ:
1, მოხდეს სტანციის შენობის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ჩარჩოში; 
2, შემუშავებული იქნას ამ შენობაში განთავსების პირობით მუზეუმის განვითარების კონცეფციები, მათი საერთო განხილვაზე წარმოდგენის ორგანიზებით. 

II. ქალაქ დუშეთის და რეგიონის განვითარებაში ქალაქ დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის როლის, მასში უპირობოდ ილიასეული სასამართლო შენობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა არასათანადო მოპყრობის გამო, ვითხოვთ:
1, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დაუყონებლივ გაფორმდეს ძეგლის მესაკუთრეებთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება;
2, აამოქმედოთ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შენობის დაცვის მიზნით, მათ შორის პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებით ;

3, დაიწყოთ შენობის გადასარჩენად ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით დიალოგი და რეალური ქმედითი ღონისძიებების გატარება;
4, დადებითად უნდა გადაწყდეს ან ძეგლის რეაბილიტაციის საკითხი რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში ან დაუყონებლივ უნდა იქნას მოძიებული შესაბამისი დაფინანსება ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მის გადასარჩენად.
 

https://youtu.be/8tpona7nQwQ

https://youtu.be/TVDHOAShOoU