საჭიროა 9982 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
ცვლილებები გამოუცდელ მძღოლებზე, გამოსაცდელი ვადის დაწესება შეზღუდვებით
მოგეხსენებათ რომ: საქართველოში ხშირია ავტო საგზაო შემთხვევების რიცხვი, რაც დიდწილად გამოწვეული არის დაუდევრობით და მძღოლის გამოუცდელობით და ეს იწვევს ასევე არამონაწილე პირების დაშავებას და გარდაცვალებას.
თუ გადავხედავთ ოფიციალურ სტატისტიკას დავინახავთ რომ ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის ეს რიცხვი ძალიან დიდია.
წელი | დაშავებული | გარდაცვლილი |
2023 | 7310 | 442 |
2022 | 7517 | 430 |
2021 | 7705 | 449 |
2020 | 6640 | 450 |
2019 | 7921 | 481 |
სულ ბოლო 5 წლის განმავლობაში
დაშავებულიული | გარდაცვლილი |
37 093 | 2252 |
აქედან გამომდინარე გთავაზობთ ცვლილებებს გამოუცდელ მძღოლებზე ევროპაში არსებული წესების მსგავსად:
1. პირს მართვის მოწმობის აღებიდან 3 წლის განმავლობაში დაეკისროს ვალდებულება ავტომობილის მართვისას, ავტომობილის წინა და უკანა საქარე მინის კუთხეში მიამაგროს საცნობი ნიშანი A ევროპაში არსებული სტანდარტის მსგავსად.
2. აგრეთვე აეკრძალოს 3 წლის განმავლობაში ავტომობილის მართვა რომლის ძრავის სიმძლავრე აღემატება 140 ცხენის ძალას.
3. სასჯელი და ჯარიმა უნდა იყოს მკაცრი გამოუცდელი მძღოლებისთვის დარღვევის შემთხვევაში ვიდრე სტანდარტული როგორიც არის ამ დროისთვის.
შენიშვნა: პირს უნდა შეეძლოს დადასტურება რომ მართვის მოწმობის აღებიდან 3 წლის განმავლობაშინ ნამდვილად მართავდა ავტომობილს და მან მიიღო საჭირო გამოცდილება.