საჭიროა 8128 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
გახდეს სავალდებულო ტურიზმის სფეროში მოღვაწე პირების ლიცენზირება
პეტიციაზე ხელმომწერნი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან მოვითხოვთ გახდეს სავალდებულო ტურიზმის სფეროში მოღვაწე პირების ლიცენზირება.
აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდევს ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებისა და მძღოლების მიერ გაწეული უხარისხო ტურისტული მომსახურება, რომლის დროსაც, არ ხდება ქვეყნის ისტორიისა და კულტურის სათანადოდ გაცნობა ტურისტებისთვის, ასევე, ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულია ფაქტები და მოვლენები.
აღსანიშნავია, რომ ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული პირების ლიცენზირება ამ პრობლემას გარკვეულწილად გადაჭრის. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კი უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებისა და მძღოლების თავისუფალი საქმიანობის დარეგულირებაა ჩვენს ქვეყანაში. საჭიროა ტუროპერატორების, ტურაგენტების, გიდებისა და მძღოლების ლიცენზირება გარკვეული სტანდარტების გათვალისწინებით. ლიცენზირება უნდა ეხებოდეს როგორც უცხოეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საქმიანობენ ტურიზმის სფეროში.
არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამ სფეროს არეგულირებენ და მათ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მოქალაქე გიდს ეკრძალება საქმიანობა ან განსაზღვრულ წესებს ემორჩილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოთქმული და მიიღოთ შესაბამისი ზომები.