საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისის საპატრულო პოლიციას დაემატოს ეკიპაჟები, რომლებიც ველოსიპედით ივლიან

საჭიროა 4752 ხელმოწერა

249
5001
ადრესატი:
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი

თბილისის საპატრულო პოლიციას დაემატოს ეკიპაჟები, რომლებიც ველოსიპედით ივლიან

ამ პეტიციის ხელმომწერნი მოვითხოვთ: საპატრულო ეკიპაჟთა ნაწილი, რომელიც კონკრეტულ კვადრატში, მცირე მანძილებზე მოძრაობს, გადაადგილდებოდეს ელექტრო ველოსიპედით. ხაზგასმით ვამბობთ, რომ ეს უნდა იყოს მცირე ნაწილი და არ ვითხოვთ - სრულად ველოსიპედებზე გადასვლას.

გაეცანით ჩამონათვალს, რა დადებითი გავლენა ექნება ამ ცვლილებას:

  • გადატვირთულ სივრცეებში, სადაც მანქანით გადაადგილება ჭირს, ველოსიპედით მალე შეძლებენ მოკლე დისტანციაზე მისვლას
  • ველოსიპედის მოვლა ბევრად ნაკლები ჯდება, ვიდრე მანქანის და თუნდაც 1 სამანქანო ეკიპაჟის ველოსიპედით ჩანაცვლება ათასობით ლარს დაზოგავს
  • ისინი გარემოს არ დააბინძურებენ გამონაბოლქვით
  • ველოსიპედით მოსიარულე პოლიციელები ფიზიკური აქტივობის მაგალითს მისცემენ მოქალაქეებს
  • ისინი ველოსიპედით სარგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობენ ხელს

 

ასეთი პრაქტიკა უკვე გამოიყენება მრავალ ქალაქში, მათ შორის: ბერლინში, ვენასა და ლოს ანჯელესში.

 

ჩვენ გვჯერა, რომ პატრულის მიერ ველოსიპედის გამოყენება გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას ეკო ტრანსპორტის - ველოსიპედის, ელექტრო სკუტერის და ა.შ. მოსარგებლეებში.

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოკლე მანძილებზე და მხოლოდ რამდენიმე ეკიპაჟზეა საუბარი. და არა - სრულად ველოსიპედებზე გადასვლაზე.