საჭიროა 399 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
აღსრულდეს კანონი იური ლუჟკოვის მიმართ!
საქართველოს კანონის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" მეოთხე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
აღნიშნული კანონით ასევე იკრძალება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც არაერთხელ არის დაფიქსირებული ჩვენი კანონმდებლობის დარღვევაში, საქართველოს დედაქალაქში იმყოფება, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის დაუყოვნებელი მოქმედების პირდაპირი საფუძველია.
ვითხოვთ კანონით დადგენილი ღონისძიებების აღსრულებას იური ლუჟკოვის მიმართ!