საკონტაქტო ინფორმაცია
მიეცეთ მაღაროელებს მართვის უფლება

საჭიროა 7331 ხელმოწერა

2669
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

მიეცეთ მაღაროელებს მართვის უფლება

სიმდიდრე,რომელიც ჭიათურაში მოიპოვება ეკუთვნის ჭიათურლებს,მშრომელ ხალხს!ეს ხალხი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების მატებისათვის უკვე მე-14 დღეა იბრძვის! მიმართეს პროტესტის ყველა უკიდურეს ფორმას - შიმშილობა,პირის ამოკერვა და ბოლოს თვალების ამოკერვა. ამ დროის განმავლობაში კომპანია არ თანხმდება მშრომელებისათვის ხელფასების მომატებას და აცხადებს რომ კომპანია არარენტაბელურია(რაც საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს არ გვჯერა). თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს მშრომელების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და არ არსებობს შეთანხმების მიღწევის გზა,მაშინ მანგანუმის მოპოვების უფლება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ამ მშრომელ ხალხს,მაღაროელებს უნდა მიეცეთ მართვის უფლება!შეიქმნას ნდობით აღჭურვილი მაღაროელთა ჯგუფი და ჩაუდგეს მანგანუმის მოპოვებას სათავეში,რომ თითქმის ყოველ წელს არ უწევდეთ მშრომელებს პროტესტის უკიდურესი ფორმებისათვის მიმართვა!


საინიციატივო ჯგუფი ,,ერთად ჭიათურისათვის" ჭიათურელი ახალგაზრდების მიერ დაარსებული ჯგუფია,რომლის მიზანია ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება,შემდგომ კი ამ პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიება

ვრცლად