საკონტაქტო ინფორმაცია
აღდგეს მატარებლების მოძრაობა თბილისიდან კაზრეთის მიმართულებით

საჭიროა 7996 ხელმოწერა

4
8000
ადრესატი:
  • საქართველოს რკინიგზა
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა

აღდგეს მატარებლების მოძრაობა თბილისიდან კაზრეთის მიმართულებით

 

მიმართვის მიზანი:

დავუბრუნოთ თბილისი–კაზრეთის მიმართულებას ეფექტური და უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გავაძლიეროთ დასახლებული პუნქტების(მათ შორის მარნეულის, ბოლნისის, კაზრეთისა და მათთან მდებარე სოფლების) კავშირი დედაქალაქთან და მოქალაქეებს შევთავაზოთ ხელმისაწვდომი მგზავრობის საშუალება. ეს რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებაა, რომლითაც განიმუხტება არსებული ტრანსპორტირების პრობლემები და შემცირდება მგზავრობის ხარჯები.

1. რკინიგზის გაყვანის ისტორია და მოძრაობის შეწყვეტა

თბილისი–კაზრეთის მიმართულებით რკინიგზის მარშრუტი აშენდა და განვითარდა XX საუკუნეში როგორც ინდუსტრიული და სამგზავრო ხაზის ნაწილი, რომელიც აერთიანებდა რეგიონს დედაქალაქთან. ეს მარშრუტი მრავალი წლის განმავლობაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალება, მაგრამ 90-იანი წლების შემდეგ, შეწყდა მატარებლების რეგულარული მოძრაობა. ამან დატოვა ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობა ხარჯიანი ტრანსპორტირების ალტერნატივების იმედად.

2. მატარებლების უპირატესობა უსაფრთხოებისა და ფასის თვალსაზრისით

დღესდღეობით, თბილისისგან კაზრეთის, ბოლნისისა და მარნეულის მიმართულებით გადაადგილება ძირითადად ე.წ. "მარშრუტკებით" ხდება, რაც მოსახლეობისთვის ხშირად ასოცირებულია გაურკვეველი ფასებითა და არასაკმარისი უსაფრთხოებით. მატარებლები კი, შედარებით, იაფია და მყარი ინფრასტრუქტურის წყალობით უფრო უსაფრთხო, რაც ამცირებს ავარიების რისკს და მგზავრებს კომფორტულ გარემოში გადაადგილების საშუალებას აძლევს. მატარებლის აღდგენა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ასამაღლებლად.