დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
პირდაპირი ფრენები ესპანეთსა და საქართველოს შორის
მოგესალმებით,
მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის არ არსებობს პირდაპირი საჰაერო ფრენა, რაც ქმნის დიდ სირთულეს ქართველი ემიგრანტებისა და ტურისტებისათვის.
ცნობილია, რომ ამჟამად ესპანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს დაახლოებით 30.000 ქართველი (სხვა ინფორმაციით, გაცილებით მეტი), ამასთან, ინტენსიურად იზრდება უცხოელი, მათ შორის, ესპანელი ტურისტების ინტერესი საქართველოსადმი (სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს უცხოელ ტურისტების რაოდენობამ 4 მილიონს მიაღწია), რაც უნდა წარმოადგენდეს მნიშვნელოვან საფუძველს იმისათვის, რომ ავიაკომპანიები დაინტერესდნენ პირდაპირი ფრენის დანიშვნით.
ესპანეთში მყოფ ყველა ქართველ ემიგრანტს, მათ ახლობლებს, ნათესავებს თუ მეგობრებს საქართველოში: გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ხელმოწერის სახით ამ პეტიციას და გააზიაროთ სოციალურ ქსელებში.