მიუსაფარი ცხოველები
საქართველოში მიუსაფარი ცხოველები ყველა რეგიონის პრობლემაა. მიუსაფარი ძაღლები ძალიან მარტივად მრავლდებიან და ეს პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. ქუჩაში ძაღლები ყველასთივს საფრთხის შემცველია. შესაძლოა რომელიმე მათგანს ცოფი ჰქონდეს და ადამიანებს საფრთხე შეუქმნას. არასასიამოვნოა როდესაც ქუჩაში მიდიხარ და ძაღლების გეშინია.
საკვების უქონლობის გამო ძაღლები აგრესიულები ხდებიან და როდესაც ქუჩაში საჭმლით მიდიხარ შესაძლია აგრესია გამოხატოს და გვავნოს. მაგრამ მათ რა დააშავეს? ეს იმ ადამიანების ბრალია ვინც ეს მათ გაუკეთა და ქუჩაში უპატრონოდ დატოვა. რა უნდა ქნას ქუჩაში მყოფმა ძაღლმა, მას არც სახლი აქვს და არც საჭმელი. ნორმალურია მათი ასეთი რეაქცია ქუჩაში მყოფი ხალხზე. მათი არ უნდა გვეშინოდეს, ისინი ხომ ჩვენ თავის დროზე მოვიშინაურეთ. ამიტომაც საჭიროა ეს პრობლემა აღმოიფხვრას.
ჩვენი მოთხოვნაა:
• აღიწეროს და დაიჩიპოს ოჯახში და ქუჩაში მყოფი ცხოველები.
• აიკრძალოს ძაღლების თვითნებურად გამრავლება.
• აშენდეს ან გადაკეთდეს რეგიონში ერთი თავშესაფარი მაინც.
• ყველა ქუჩის ცხოველი გადავიდეს თავშესაფარში.
• უფრო მეტი საინფორმაციო კამპანია იმ კანონების შესახებ რომლებიც შექმნილია ამ პრობლემის აღმოსაფხვერად.