საკონტაქტო ინფორმაცია
დროებით შეჩერდეს კრედიტებზე შენატანები

დასრულებული

2001
2000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

დროებით შეჩერდეს კრედიტებზე შენატანები

კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხის დაძლევის მიზნით ქვეყანაში გაგრძელდა პრევენციული ღონისძიებები (რაც ძალიან მნიშვნელოვანია). კორონა ვირუსის (COVID-19) მიზეზით, ამ დროისათვის:

- სასწავლო არდადეგები გახანგრძლივებულია 2020 წლის 01 აპრილამდე;

- მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ ტურისტულ ბიზნესში ჩართულ სუბიექტებს;

- მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს უმცირდებათ ან საერთოდ ვერ იღებენ შემოსავალს;

- უფასურდება ეროვნული ვალუტა და ა.შ.

 

არსებული ვითარებისა და ვირუსის გავრცელების საფრთხით გამოწვეული შეფერხებების გათვალისწინებით, წინამდებარე პეტიციით მივმართავთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვთ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომლითაც სიტუაციის დასტაბილურებამდე მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს დროებით შეუჩერდებათ სესხებზე/კრედიტებზე ყოველთვიური შენატანების შეტანის ვალდებულება და მათზე არ გავრცელდება პირგასამტეხლოების დარიცხვა.