საჭიროა 836 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ,,დირსის" საცხოვრებელ კომპლექსამდე
მოგეხსენებათ ,,დირსის" საცხოვრებელ კომპლექსამდე არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. მოსახლეობა ითხოვს, რომ დაინიშნოს ახალი ხაზი ან არსებული ხაზების ტრაექტორია შეიცვალოს და დირსის საცხოვრებელი კომპლექსიც დაემატოს სამარშრუტო თუ ავტობუსის ხაზებს, რომლებიც გაბრიელ სალოსის გამზირით მოძრაობენ.
ასევე მოგეხსენებათ,რომ 109-ე ბაღი გადავიდა დირსის საცხოვრებელ კომპლექსში. შესაბამისად ყოველდღე 750 ბავშვს, მათ მშობლებს და ბაღის 100-ზე მეტ თანამშრომელს ისედაც დაუგრძელდა გზა. ტრანსპორტის არარსებობა კი დამატებით პრობლემას უქმნის მათ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული საკითხები და მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა ,,დირსის" საცხოვრებელ კომპლექსამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა შესაძლებელი გახდეს ისე რომ ადგილობრივებს არ გაუორმაგდეთ ტრანსპორტის ხარჯი.
კითხვებისა და მოსაზრებებისთვის დარეკეთ 591051601
პატივისცემით,
თეონა ჭალიძე