საჭიროა 8014 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- სამგორის რაიონის გამგეობა
პეტიცია ლილოს დასახლებაში აგრარული ბაზრის ერთ სივრცეში მოქცევის თაობაზე
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ნებისმიერი უბნისთვის აგრარული ბაზარი საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ეს საკითხი ყველაზე მეტად აწუხებს ლილოს დასახლების მოსახლეობას გამომდინარე იქიდან, რომ დასახლება არის მოშორებით ყველა იმ ტერიტორიიდან სადაც არის დიდი აგრარული ბაზარი (ნავთლუღი, ვაგზლის ტერიტორიაზე არსებული ბაზრები). ბაზრის პრობლემას ემატება ტრანსპორტის პრობლემაც და რა თქმა უნდა მოქალაქეები ამის გამოც ვერ ახერხებენ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების შეძენას.
აგრარული ბაზრის არ ქონამ და ასევე ყოფილი ბაზრის ტერიტორიის გასხვისებამ, დასახლებაში გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები: ცენტრალური გზების ქვეთთა სამოძრაო ზოლზე თვითნებურად ჩაიდგა ჯიხურები, რომელსაც აქვს საწყობის ფუნქცია და ასევე გარემოვაჭრეები ახორციელებენ პროდუქტის გაყიდვას.
პრობლემები და საფრთხე, რაც შეიძლება შეექმნას დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ასევე არის:
1. გარემოვაჭრეებს და უსახურ ჯიხურებს ათვისებული აქვთ ქვეითთა სამოძრაო ზოლი.
2. ქვეითებს უწევთ სიარული გზაზე, რაც მათთვის საფრთხეს წარმოადგენს, ავტომანქანების მოძრაობიდან გამომდინარე.
3. ასეთ პირობებში არსებული პროდუქცია არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში.
4. ე.წ. უსახურ ჯიხურებში, სადაც საკვები პროდუქტები ინახება არის ანტისანიტარია, რომელიც ასევე წარმოადგენს მოქალაქეებისთვის საფრთხეს.
5. აგრარული ბაზრის ყოფილი ტერიტორია არის სანაგვედ ქცეული და წარმოადგენს საფრთხეს.
ამიტომ მოვითხოვთ, რომ ან დაგვბრუნდეს ბაზრის ყოფილი ტერიტორია, მოეწყოს შესაბამისად, სადაც გარემოვაჭრეები შეძლებენ პროდუქტის განთავსება - გაყიდვას, ან სამგორის რაიონის გამგეობამ, მუნიციპალიტეტმა და სხვა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა გამოგვიყონ ტერიტორია, სადაც მოხდება აგრარული ბაზრის განთავსება - მოწყობა.