საკონტაქტო ინფორმაცია
არქიტექტორ გიორგი ჩახავას პავილიონის დასაცავად

დასრულებული

200
200
ადრესატი:
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

არქიტექტორ გიორგი ჩახავას პავილიონის დასაცავად

ასაწყობი ელემენტებით აშენებული, არქიტექტორ გიორგი ჩახავას პავილიონი - ავტობუსის გარეჩება ქ. ბორჯომში, მთავარ გზაზე მდებარეობს. კონსტრუქცია საქართველოს ინდუსტრიული განვითარების (წინასწარ ჩამოსხმული რკინა-ბეტონის ასაწყობი ელემენტები) და არქიტეტურის (ასაწყობი ელემენტებით უსასრულოდ მრავალფეროვანი შემოქმედებითი თავისუფლების მიღწევა) საინტერესო, უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე იგივე ელემენტებით აშენებული გ.ჩახავას სხვა ნაგებობები აღარ მოიძებნება. დღეს დანგრევის საფრთხე ემუქრება ამ პავილიონსაც.

ძეგლთა დაცვის კომისიამ უარი თქვა ამ პავილიონისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე. ძეგლის სტატუსი გადარჩენის ერთად-ერთი შანსია, (თუმცა ის სამწუხაროდ არ ნიშნავს გარანტიას) დანგრევას გადავარჩინოთ ნებისმიერი ღირებული ობიექტი.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კოლეგის, გიორგი ჩახავას სახელით, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გიორგი ჩახავას ყოველი ნაგებობა კულტურულ ღირებულებასთან ერთად ტურისტულ პოტენციალსაც შეიცავს.

გთხოვთ, მიანიჭოთ ამ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, იმისათვის, რომ შევძლოთ მისი განადგურებისგან დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება.

Save the Bus stop pavilion - construction by George Chakhava, Georgian architect, renowned for his  iconic building of Ministry of Highway Construction (Bank of Georgia Headquarters).

Only possibility to save the construction from demolition is to grant it status of cultural heritage. Please consider the uniqueness of the construction and help to save it for next generations!