საკონტაქტო ინფორმაცია
ბიზნესში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება

საჭიროა 495 ხელმოწერა

5
500
ადრესატი:
  • ფინანსთა სამინისტრო
  • საქართველოს პარლამენტი

ბიზნესში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება

იმისათვის, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე განიხილოს ბიზნესში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება, ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრმა (CICD) გადაწყვიტა კოლექტიური თხოვნა გაავრცელოს, რასაც შეგიძლიათ შემოუერთდეთ პეტიციაზე ელექტრონული ხელმოწერის დაფიქსირებით.

 

Corporate Social Responsibility (CSR) - გახლავთ გამოცდილება, რომლის წახალისებაც საგადასახადო შეღავათების დაწესებით უკვე მოახერხა ევროპისა და დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა, რომელთა ფარგლებში წარმოებული ბიზნესი განვითარების კუთხით მოწინავე პოზიციებს იკავებს მსოფლიო ბაზარზე.

მოკლედ გაგაცნობთ ინიციატივის სარგებელს:

> დასტიმულირდება ბიზნესი და მიეცემა გაცილებით მეტი საშუალება გაატაროს მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა;

> კომპანიებში შეიქმნება ახალი ვაკანტური პოზიციები CSR მენეჯერის პოზიციაზე (ისინი პროფესიულ დონეზე კომპლექსურად შეისწავლიან და ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით ხელს შეუწყობენ იმ მიმართულებების განვითარებას, რაც საქართველოს რეალურად სჭირდება)

> კომპანიები პირდაპირი ფინანსური ჩარევით დაიწყებენ იმ ქვეყნის განვითარებას, რომელშიც სურთ წარმატებული ბიზნეს საქმიანობის წარმოება (ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს განვითარებაზე არაერთი კუთხით)

> სამოქალაქო გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუჩნდებათ მატერიალური უზრუნველყოფის პოტენციალი, რომლის დახარჯვაც მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული, საჯარო დონეზე რეგისტრირებული მიზნებისა და ამოცანების გასატარებლად. 

> დაიწყება უცხოური ფონდებისა და საქართველოში წარმოებული ბიზნესის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების დაბალანსება, რაც გაზრდის ეროვნული ღირებულებებისა და ხასიათის პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას.

> დაიწყება პერმანენტული ღონისძიებების გატარება სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ფინანსურ ზარალს არ ნახავს არც საქართველოს ბიუჯეტი, არც ბიზნეს სექტორი და არც სხვა მესამე მხარე.

შენიშვნა: საკანონმდებლო დონეზე საკითხის განხილვასა და აღნიშნული შეღავათების შემოღებას აუცილებლად უნდა მოყვეს მონიტორინგის რეფორმა, რომელიც CSR-ის შეფასების ნაწილს შეეხება და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

 

პეტიციაზე ელექტრონული ხელმოწერის დაფიქსირებით თქვენ მხარს უჭერთ მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებას