საკონტაქტო ინფორმაცია
მოხდეს შინაური ცხოველების რეგისტრაცია მეპატრონეებზე

საჭიროა 496 ხელმოწერა

4
500
ადრესატი:
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მოხდეს შინაური ცხოველების რეგისტრაცია მეპატრონეებზე

ქუთაისის მოსახლეობას ძალიან გვაწუხებს ქუჩის ძაღლების საკითხი - დღითი დღე იზრდება ჩვენს ქუჩებში მიუსაფარი ძაღლებისა და კატების რაოდენობა, რომელთა უდიდესი ნაწილი სახლებიდან არის გამოგდებული. გარდა იმისა, რომ ცხოველმოყვარულებისთვის შეუძლებელია ამდენი ძაღლის მოვლა-პატრონობა, გამოკვება და ყურადღების მიქცევა. მიტოვებული და სისასტიკე გამოვლილი ძაღლები ხშირად იქცევიან ხროვად (რაც მასიურად უყურადღებოდ და ხშირად ძალადობის ქვეშ მტოფი ცხოველის ბუნებრივი ქცევაა), რაც საშიშს ხდის ქუჩაში გადაადგილებას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვითხოვთ, რომ ჩვენს ქალაქში, ქუთაისში მოხდეს პატრონობაში არსებული ძაღლებისა და კატების რეგისტრაცია, მათ მეპატრონოებს დაევალოთ შინაური ცხოველების კასტრაცია - სტერილიზაცია და ზრუნვა მაშინაც კი, თუ ისინი მოხუცდებიან ან დაავადდებიან. ქუჩაში არსებულ ძაღლებს კი ჩაუტარდეთ კასტრაცია-სტერილიზაცია, რაც მათ მიკედლებას და ახალი პატრონის პოვნას გააადვილებს. 

 

ამ პეტიციაზე ხელისმოწერით ადასტურებთ, რომ თქვენც გსურთ ძაღლებისა და კატების რეგისტაცია მათ პატრონებზე, მათი მოვლისა და ჰუმანური მოპყრობის ვალდებულება, რისი კონტროლიც უნდა დაევალოს ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურს.